კაროლინა ერერას უკანასკნელი ჩვენება

Published: 13/02/2018 Views: 404


მოდის სამყარო განსაკუთრებული ყურადღებით ელოდა ნიუ იორკის მოდის კვირეულზე კაროლინა ერერას ჩვენებას, რომელიც 79 წლის ლეგენდარული დიზაინერისთვის უკანასკნელი ჩვენება გახლდათ.

კაროლინა ერერას უკანასკნელი ჩვენება დიზაინერი ვენესუელადან უზადო გემოვნებით და სტილის შეგრძნებით, კაროლინა 1980 წლიდან უდგას სათავეში მის მოდის სახლს, რომელიც LUXURY ბრენდს წარმოადგენს და გამოირჩევა ელიტარული კლიენტებით. Carolina Herrera ნიუ იორკში დაფუძნდა და ქმნიდა ამერიკულ მოდას!

რამდენიმე ათეული წლის მანძილზე სტაბილურად ინარჩუნებდა სახელს და კლასს. დიზაინერმა 79 წლის ასაკში გადაწყვიტა შეწყვიტოს დიზაინერობა, მისი სახელობის რამდენიმე მილიარდად შეფასებული მოდის სახლი კი განაგრძობს მუშაობას. Carolina Herrera მოდის სახლს დიზაინერი Wes Gordon წარუძღვება, რომელიც ბოლო პერიოდია კაროლინას დამხმარედ მუშაობდა და ღირსეულ მემკვიდრედ მოიაზრება.




ფინალურ შოუზე კაროლინა ატელიეს მუშაკებთან ერთად დაგვემშვიდობა პოდიუმიდან
, სადაც მოდელების რიგი მის ყველაზე სახელოვან თეთრ პერანგსა და ფერად ქვედაბოლოებში გამოწყობილნი გამოვიდნენ. როგორც კაროლინა ახასიათებდა მის შემოქმედებას: ეს უბრალოდ მისი სტილია, ლეგენდარულმა კაროლინა ერერამ დაამკვიდრა სტილი, სახელი, კლასიკური სილამაზის სტანდარტი... და დაგვემშვიდობა.

ჩვენების პირველ რიგში იჯდა კელვინ კლაინი კაროლინას ოჯახთან ერთად, რალფ ლორენი კი უკანასკნელი დიზაინერია ამერიკელ მოდის შემოქმედთა ლეგენდარული ლეგიონიდან, რომელიც ჩვენებისთვის ემზადებოდა.




Carolina Herrera
FALL 2018 READY-TO-WEAR