Ralph Lauren-ის საზღვაო კოლექცია

Published: 13/02/2018 Views: 484
Ralph Lauren-ის საზღვაო კოლექცია

მომავალი სეზონის 5 შთაგონება Ralph Lauren-ის „საზღვაო“ კოლექციიდან


რალფ ლორენმა კვლავ გვიჩვენა ისეთი კოლექცია, რომლის ყიდვაც მაშინვე გინდება. სანამ, მისი კოლეგები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონს წარმოადგენენ, 79 წლის დიზაინერი აწმყოთი ცხოვრობს და გაზაფხული-ზაფხულის სამოსს გვიჩვენებს. ჩვენების ახლებური ფორმატი რომ არ გავითვალისწინოთ, ამერიკული სტილის მეფეს საკმაოდ ტრადიციული კოლექცია გამოუვიდა. ბრენდი, რომელსაც საერთოდ არ სურს რევოლუცია მოახდინოს, სწორედ ამ ხარისხის დეტალის გამოა Ralph Lauren განუმეორებელი.

ეს სეზონი საზღვაო კურორტის სტილს დაეთმო. კოლექცია იამაიკის ნავსადგურითაა შთაგონებული
, სადაც ლორენს საკუთარი სახლი აქვს. კოლექციაში წარმოდგენილია ფერები: თეთრი, ლურჯი, ყვითელი, წითელი და მწვანე საზღვაო თემატიკის ალმების, დროშებისა და პრინტების სახით. წარმოგიდგენთ 5 მთავარ ინსპირაციულ დეტალს Ralph Lauren-ის SPRING 2018 RTW კოლექციიდან, წარმოდგენილი ნიუ იორკის მოდის კვირეულზე.



გაცრეცილი ჯინსები

ნახევარი წლის წინ ჟურნალისტები ამ მასალის ტენდეციურობას განიხილავდნენ - მას შემდეგ ის კოლექციაში სტელა მაკარტნიმ გამოიყენა. ახლა, ლორენის ჩვენებაში ასეთი ჯინსი ახალ სიცოცხლეს იძენს და საზღვაო თემატიკას გამოხატავს.



წვრილი ყვავილები

კაბებს და ქვედაბოლოებს მსგავსი პრინტი განსაკუთრებულ ჰაეროვნებას სძენს. სწორედ ისინი გახდება სეზონის მთავარი ჰიტი და გაახალისებს ზაფხულს ქალაქში.



ავანგარდული პრინტი

კოლექციაში პრინტები მართლაც ბევრი იყო, მაგრამ ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი მოცურავის ილუსტრაცია გახდა, რომელიც ზურგით დგას. ავანგარდის სტილის პრინტები, მეზღვაურის თემის მოტივები და ფერადი ალმები აქტუალურია.



Total white
თეთრი ნივთებით ამ სეზონზე ვერავის გააოცებ, მაგრამ თუ მას არაბანალურ სამოსს შეუხამებ, მაშინ ნამდვილად შეძლებ. რალფის მამაკაც მოდელებს თეთრი სვიტერები ან შარვლები მოსავთ, რომლებსაც ზოლებიან მაისურებს ან ფერად ესპადრელებს უხამებენ. ქალების სამოსს და აქსესუარებს კი ფერადი კანტები გასდევს და ახალისებს ლუქს.



პრიალა ტყავი
საზღვაო თემატიკის რეალიზაციაში ყველაზე არატიპიური მასალა პრიალა ტყავია. ასეთი სამოსი ქალაქზეა გათვლილი და არა ცხელი ზაფხულის ქვეყნებში არდადაგებისთვის.



Ralph Lauren SS18
READY-TO-WEAR








დეტალები რალფ ლორენის 2018 წლის ზაფხულის კოლექციიდან