Off-White c/o Jimmy Choo

Published: 13/02/2018 Views: 487


ვირჯილ აბლოს ბრენდი Off-White™ კოლექციის შექმნისას ძირითადად კოლაბორაციულ პროექტებს მიმართავს, Nike და Champion-თან გახმაურებული თანამშრომლობის შემდგომ Off-White™ ამჯერად Jimmy Choo-სთან ერთად აწარმოებს ფეხსაცმელს მიმდინარე კოლექციისთვის. რამდენიმე ფეხსაცმლის მოდელი ჩვენ უკვე ვიხილეთ, რაც კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მოგვაგონებდა, თუმცა ბევრად trashy & cool პლასტიკის ვერსიაში... ახალ კოლექციაში კი ბანტისებრი ფორმებია გამოყენებული.

საპრეზენტაციო წვეულებაზე ვირჯილმა უამრავ სტუმარს და ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი: კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი, ჰეილი ბოლდუინი, კაია გერბერი, ნაომი კემპბელი, როზი ჰანტინგტონ უაითლი, მარტა ჰანტი, ანია რუბიკი, სიმი & ჰეიზ ხადრა, აირენ კიმი, ქეროლინ ვრილენდი... სტუმართა უმრავლესობა მოდელის როლში მოგვევლინა, მათ ემოსათ Off-White™-ის უახლესი კოლექცია.

Off-White c/o Jimmy Choo
საპრეზენტაციო წვეულება ნიუ იორკში Taglialatella გალერიში.