ფერთა 3 მოდური კომბინაცია

Published: 14/02/2018 Views: 473
ფერთა 3 მოდური კომბინაცია

ფერთა 3 მოდური კომბინაცია
2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის სამოსში
ნაზი პასტელის ფერები, ვარდისფერი წითელთან თუ მთელი ცისარტყელა
რას ირჩევთ თქვენ?


2018 წლის ზაფხულის ფერი ულტრაიისფერი გახდა. ეს ელფერი ყველაფერს ნამდვილად არ უხდება, ზოგიერთს კი ის საერთოდ არ მოსწონს. ამასთან, იასამნისფერს სხვა ფერიც ადეკვატურად უნდა შეურჩიო, რათა მთელი ჩაცმულობა ეფექტური გამოდგეს. თუმცა, მომავალ გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე არამხოლოდ ის იქნება აქტუალური, არამედ სხვა ნათელ ფერთა პალიტრაც.




პასტელი


გაზაფხული-ზაფხულის შოუები პასტელური ტონალობის აქტუალურ დემონსტრირებას ახდენენ. ზამთრის შემდეგ თვალს უფრო ნათელი ფერები უხარია - ეს არის ის რასაც გაზაფხულის დადგომასთან ერთად ველით. ლილისფერი შოუების ფავორიტი გახდა, თუმცა რამდენიმე პასტელური ფერიც ეფექტურ შერწყმას ახდენს.


Alberta Ferretti SS 2018


Bottega Veneta SS 2018


Missoni-მ და Dries Van Noten-მა ერთდროულად ორი ტრენდი გააერთიანეს: პასტელური ფერები და შიფონი, Céline-მა და Y/Project-მა სტილის მიმართ ახალი ხედვა წარმოაჩინეს. Alberta Ferretti-ის მბრწყინავი ქსოვილები, Bottega Veneta-ს დიდი ზომის ბრჭყვიალები და Vivetta-ს ბუმბულები — ეს ყველაფერი აქტუალური გამით.


Missoni SS 2018


Vivetta SS 2018


ვარდისფერი + წითელი


ახალ სეზონზე ვარდისფერი აუცილებელია წითელ ფერთან ერთად! ფერების ეს მოულოდნელი შეხამება მოდაში პირველად ივ სენ ლორანმა შემოიტანა. მას შემდეგ კი პოდიუმზე რამდენჯერმე დაბრუნდა. ცნობილმა ლამაზმანებმა ქუჩებში ტრენდი უკვე წარმატებით მოირგეს.


Ermanno Scervino SS18


Isabel Marant SS 2018


არანაკლებ ეფექტურია, როცა წითელი ფერი აქსესუარის სახით გვევლინება და ლიდერობას ვარდისფერს ანიჭებს.


Salvatore Ferragamo SS18


Brandon Maxwell SS18


ნათელი ფერები


წითელი, მწვანე, ყვითელი, იასამნისფერი - აირჩიეთ ცისარტყელადან სასურველი ფერები და ჩაცმულობაში კონტრასტული კომბინაციებით წარმოადგინეთ.


MSGM SS 2018


Sacai SS 2018


მთავარია გახსოვდეთ, რომ თუ სამ ფერზე მეტს იყენებთ, მათ მოცულობები უნდა მიანიჭოთ: "მეტი, საშუალო, ნაკლები", რათა პროპორციები არ დაარღვიოთ.


Aalto SS18


CALVIN KLEIN SS18