Calvin Klein Fall 2018

Published: 15/02/2018 Views: 432


ნიუ იორკის მოდის კვირეულზე დიზაინერ რაფ სიმონსის Calvin Klein შემოდგომა-ზამთარი 2018 წლის ქალისა და მამაკაცის კოლექციის ჩვენება პოპკორნის ბეღელში გაიმართა.

ნიუ იორკი მოუთმენლად ელოდა რაფ სიმონსის Calvin Klein-ის FALL 2018 კოლექციის ჩვენებას. ჩვენების front row ცნობილი ადამიანების სიუხვით გამოირჩეოდა, ჰოლივუდის სტუმრები დიზაინერმა პოპკორნის ხროვაში მოათავსა. სივრცე ენდი ვორჰოლის ფოტოებით და Sterling Ruby-ის სკულპტურებით იყო გაფორმებული, რაც დეკონსტრუირებული ბეღელის იერს ქმნიდა.




პოდიუმზე პოპკორნის ხრაშუნით შემოაბიჯეს მოდელებმა მეხანძრის კოსტუმებით ინსპირირებული ლუქებით. Calvin Klein-ის ბრენდის მიმდევრებისთვის საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი აღმოჩნდა რაფ სიმონსის რიგით მე-3 კოლექციისთვის შერჩეული მატერია აქსესუარებისთვის: ნაქსოვი და ცეცხლდამცავი ფოლგის ჩაფხუტები.




ჩვენებას ესწრებოდნენ მსახიობები: მარგო რობი, ნიკოლ კიდმანი, ლორა დერნი, ლუპიტა ნიონგი, პარიზ ჯექსონი და სხვანი. აღნიშნულ სტუმრებს Calvin Klein-ის სამოსი ემოსათ უახლესი კოლექციიდან.



Calvin Klein Fall 2018