კარა დელევინის დაბრუნება და კრისტოფერ ბეილის დამშვიდობება

Published: 19/02/2018 Views: 729
კარა დელევინის დაბრუნება და კრისტოფერ ბეილის დამშვიდობება


რითი დაგვამახსოვრდება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შოუ
კარა დელევინის დაბრუნება და კრისტოფერ ბეილის დამშვიდობება
Burberry SS18


ბრიტანული ბრენდის Burberry-ის გაზაფხული-ზაფხულის ჩვენება ყველას დიდხანს დაამახსოვრდება. ამისათვის კი სულ ცოტა 3 მიზეზი არსებობს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი - ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა კრისტოფერ ბეილიმ ამ კოლექციით მოდის სახლი დატოვა. დიზაინერმა Burberry-ისთვის 17 წელი იმუშავა. მან შემოქმედებითი გუნდი 2001 წელს ჩაიბარა. 2015 წელს კი ბრენდის სეოც გახდა.

ამ დროის განმავლობაში კრისტოფერმა ბევრს მიაღწია: ახალი საუკუნის დასაწყისში Burberry არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში იყო. ახლა კი ბრენდი ლონდონის მოდის კვირეულზე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჩვენებებით გამოირჩევა.



მეორე მიზეზი კარა დელევინის პოდიუმზე დაბრუნებაა. 25 წლის მოდელსა და მსახიობს ჩვენებებში მონაწილეობა 2016 წლის დეკემბრის შემდეგ არ მიუღია. უკანასკნელად ის "შანელის" შოუზე გამოვიდა. ამჯერად, კარამ ცისარტყელას ფერებით გაფორმებული მოსაცმელით ჩვენება დახურა. მისმა ახლო მეგობარმა, 2017 წლის მთავარი მოდელის სტატუსის მქონე გოგონამ, ადვოა აბოამ კი შოუს გახსნა ითავა.



მესამე მიზეზი კი ჩვენების თემაა. ბეილიმ კოლექციის ნაწილი ლგბტ თემატიკას მიუძღვნა. მთავარი დეტალები ლგბტ მოძრაობის ძირითადი სიმბოლოთი - ცისარტყელას ფერებით იყო გამოხატული. კრისტოფერ ბეილის უკანასკნელი სიტყვა ნათქვამია! და თან საკმაოდ ეფექტურად.



"არასდროს არ ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი დრო იმის სათქმელად, რომ ჩვენს მრავალფეროვნებაში ჩვენი ძალა და შემოქმედება სუფევს."
-განაცხადა ბეილიმ.



გაყიდვებით მიღებული შემოსავალი იმ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადაეცემათ, რომელთა მისიაც ლგბტ საზოგადოების ხმარდაჭერაა.



შოუმ პირველ რიგში ბევრ ცნობილ ადამიანს მოუყარა თავი:

ჩვენების სტუმრები:
კირა ნაიტლი და სიენა მილერი



ქეით მოსი, ედვარდ ენინფული, ნაომი კემპბელი, სტივ მაქქუინი



ალესა ჩანგი, იდრის ელბა



პერის ჯექსონი, პოპი დელევინი





Burberry SS18: