სეზონის ტრენდი: ლოგომანია

Published: 19/02/2018 Views: 1 479
სეზონის ტრენდი: ლოგომანია

მოდის ბრენდებმა სულ უფრო და უფრო გაამძაფრეს საკუთარი ლოგოების და სახელწოდებების ტანისამოსზე დატანა. თითქოს მოდის ინდუსტრია უფრო და უფრო მკაფიოდ ცდილობს ამა თუ იმ დიზაინერის ხელწერის გარჩევა ადვილი გახდეს. აღსანიშნავია, რომ ტრენდის დამკვიდრებაში დიდი წვლილი დემნა გვასალიას ეკუთვნის, რომელმაც Balenciaga-ს წარწერები ფეხსაცმელებსა და მოსაცმელებზე მასშტაბური გახადა. ამასთან, ამ ტრენდის მორგება თქვენს ირონიულ დამოკიდებულებას უფრო გამოკვეთს ვიდრე იმით თავის მოწონებას, თუ რომელი ბრენდი გაცვიათ.




სეზონის ტრენდი: ლოგომანია
დიზაინერების ეს უკანასკნელი გატაცება მაინც წარსულიდან მოდის. ყველაზე ნათელი მაგალითები 2000-იანებში ალესანდრო მიკელემ Gucci-ის მეშვეობით წარმოადგინა და "გუჩის" ლოგოს გამოსახულებიანი ქამარი ყველა მოდის მიმდევარს შეაყვარა.




ამ ტრენდის კიდევ ერთი მიმდევარი Louis Vuitton-ია, რომელიც აქსესუარებს ყოველთვის საკუთარი საფირმო ლოგოთი უშვებს. LV-ს ინიციალებით გაფორმებული ნივთები ინსტაგრამის უპირობო ლიდერი ხდება. Supreme-თან კოლაბორაციის შედეგად კი მთელი კოლექცია წუთებში ამოიყიდა.




ცოტა ხნის წინ, კრისტოფერ ბეილის გამოსამშვიდობებელ ჩვენებაზე, წარწერებით თავი Burberry-მაც მოიწონა.



ახალ საგაზაფხულო სეზონზე ლოგოებს ხმა Fendi-მაც მისცა, ასევე ტრენდს მხარი დაუჭირეს Versace-მ, Tommy Hilfiger-მა, Kenzo-მ და Lacoste-მ თავისი ნიანგის გამოსახულებით.



ქუჩის სტილში უკვე აქტიურად იკვეთება სხვადასხვა ბრენდის თვალში საცემი ლოგო. მათ იარლიყებიდან სამოსზე ეფექტურად გადაინაცვლეს.