David Koma FALL 2018 READY TO WEAR

Published: 20/02/2018 Views: 549
David Koma FALL 2018 READY TO WEAR

ქართველმა დიზაინერმა David Koma ლონდონის მოდის კვირეულზე ახალი FALL 2018 კოლექცია წარმოადგინა

დევიდ კომახიძემ Mugler-ის კრეატიული დირექტორის პოსტი დატოვა და ახლა მთელ ძალისხმევასა და ენერგიას საკუთარ ბრენდს David Koma-ს ახმარს. "ეს ახალი დასაწყისია ჩემთვის. ამ კოლექციაზე მუშაობა ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა."- ენთუზიაზმით განაცხადა კომამ კულისებში.




2 სეზონის წინ, ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი მე-19 საუკუნის არტისტის ედვარდ კურტისის ეთნოგრაფიული ფოტოებით მოიხიბლა: "ფოტოები ნახატებს ჰგავს, მე მათი ხილვისას სუნთქვა შემეკვრა და საოცრად მოვიხიბლე." ამიტომაც, კომას კოლქეციებში ფოლკლორის ელემენტებს ვხედავთ, რომელიც 60-იანების სილუეტს ეფექტურად ერწყმის. "ბუმბულები ძალიან პოეტური და სენსიტიურია, ამიტომაც ვფიქრობ მათ სამოსს განსაკუთრებული ხიბლი შესძინეს."-დაამატა დიზაინერმა.



სანამ ვარსკვლავები მის მიერ შექმნილ კაბებს ეფექტურად იხდენენ, კომა პალტოების შექმნით ვითარდება, აღიარებს, რომ ამ სეზონზე მოსაცმელებზე ბევრი იმუშავა. კოლექცია დახვეწილი ტყავის ქურთუკებით მართლაც იწონებს თავს. "ეს არის ის, რაც დღეს ჩემ გონებაში ძლიერი, თანამედროვე ქალის იმიჯს განაპირობებს. მდედრობითი სქესის წარმომადგენელ მეგობრებს ხშირად ვეკითხები მოსწონთ თუ არა ჩემი სამოსის ტარება და როცა დადებით პასუხს ვიღებ, ბედნიერებით ვივსები".