ალესანდრო მიკელეს გიჟური იდეები

Published: 22/02/2018 Views: 603
ალესანდრო მიკელეს გიჟური იდეები

Gucci FW18-19
ალესანდრო მიკელეს გიჟური იდეები
დიზაინერმა ახალი კოლექცია ადამიანის გაორებულ ბუნებას მიუძღვნა


"გუჩის" ახალი კოლექციის ჩვენებას ყველა მოუთმენლად ელოდა. დიზაინერებმა სტუმრებს მოსაწვევების ნაცვლად ელექტრო თაიმერები გაუგზავნა, რომელზეც შოუმდე დარჩენილი დრო ისახებოდა. ლოკაციაზე მისულ საზოგადოებას უცნაური გარემო დახვდა: ინტერიერი საავადმყოფოს, კერძოდ კი საოპერაციო ოთახს მოგაგონებდათ. ალესანდრო მიკელე არამხოლოდ ტანისამოსის დიზაინის შექმნისასაა ნიჭიერი, არამედ მათი ეფექტური წარმოჩენის დროსაც.

იმისთვის რომ გაგვაოცოს, დიზაინერმა საკუთარ თავს უნდა გაადაბიჯოს: მიკელემ შეძლო სეზონიდან სეზონამდე ტემპი არ დაეგდო და რამდენიმე გიჟური იდეა ამჯერადაც შემოგვთავაზა:



მოდელების მოჭრილი თავები

კლონი თოჯინები საოცრად ჰგავდნენ თავად მოდელებს. საოპერაციო სიმბოლურად შემოქმედებით პროცესს ასახავს, ქსოვილებისთვის ახალი იდენტურობის შექმნას. მაყურებელი დარბაზში მონუსხული იჯდა და ვერ ხვდებოდა დეტალები საშინელებათა ფილმის ჟანრულ განყოფილებაში გაეყვანათ თუ გენიალური პერფორმანსი ეწოდებინათ.



რეპტილიები აქსესუარების სახით

ზოგიერთს აქსესუარად საკუთარი თავი, ზოგს კი რეპტილიის რეალისტური ფიტული შეხვდა. დინოზავრები და გველები ოდნავ "სამეფო ტახტის თამაშებს" მოგაგონებდათ. იმიჯს კაბებიც ისტორიულ მნიშვნელობას სძენდა.



თავის მორთულობა

მსგავსი თავის მორთულობები მომავალი შემოდგომის ყველაზე მოდური ატრიბუტი გახდება. ისინი აქამდე რაფ საიმონსმაც წარმოგვიდგინა. მიკელეს ქუდები კრისტალებითაა გაფორმებული და ტიპურ ბოჰემურ აქსესუარს წარმოადგენს.



სამოსის შალითები

მოდის ინდუსტრიიდან გემახსოვრებათ სამოსი, რომელიც პლასტიკურ შალითებში მოათავსეს. ალესანდრო მიკელეს ამ ტრენდის მიმართ თავისი მიდგომა აქვს: ის ფუთავს სამოსს, თუმცა მათ სწორედ ამ სტილით წარმოაჩენს.



აღსანიშნავია, რომ შოუს ერთ-ერთი მოდელი რუსი ოლგა ზაპივოხინა მხოლოდ 165 სანტიმეტრია, რაც ადასტურებს ბრენდის პოლიტიკას: სტერეოტიპები არაფერია, მთავარია ინდივიდუალიზმი და ქარიზმა.



ჩვენებაში მონაწილეობა ქართველმა მოდელმა მარიშა ურუშაძემაც მიიღო, რომელიც წინა სეზონზე "გუჩიმ" თავის ექსკლუზიურ მოდელად დაასახელა.



ფეხსაცმელები:



ჩანთები:




Gucci FW18-19