Fendi FW18 ლოგომანიის ტრენდით

Published: 23/02/2018 Views: 536
Fendi FW18 ლოგომანიის ტრენდით


სასურველი ნივთები და აქსესუარები
Fendi FW18 კოლექციიდან


კარლ ლაგერფილდის ახალი კოლექცია Fendi-სთვის საკმაოდ თავშეკავებული და მკაცრია. ზოგადად, კარლს გრაფიკული ხაზები ყოველთვის უყვარდა, მაგრამ ახალ სეზონზე სიმკაცრე ფერთა პალიტრის შერჩევითაც წარმოაჩინა. კოლექცია გაჯერებულია ხორცისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი ფერებით, რომლებიც თეთრი საყელოებითაა მორთული და პრესტიჟული კოლეჯის ჩაცმულობას მოგვაგონებს. კვადრატულ მხრებს ლაგერფილდისთვის ახლა ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს.



მაგრამ, კოლექცია მიუხედავად 40-იანი წლების გავლენისა, თანამედროვეობას უფრო ეკუთვნის, ვიდრე წარსულს. ამაში კი წვლილი ფუტურისტულ ქსოვილებს, ტყავს, ფეხსაცმელებსა და ქვედაბოლოებს მიუძღვით. ამჯერად კარლმა athleisure-ს მიმართა, კოლექცია ყოველდღიური მოხმარების აქსესუარების სიუხვით გამოირჩევა და "ფენდის" ლოგოს ყველგან ვხედავთ!



ამას გარდა, ახალი კოლექცია ბევრ საინტერესო ნივთს მოიცავს, რომელთა დასაკუთრებაც მოდურ ბლოგერებს აუცილებლად მოუნდებათ.



ახალი სეზონის მთავარი დეტალი მხრებზე მორგებული უსახელო მოკლე ქსოვილები გახდა, რომლებიც XIX საუკუნიდან მოდის და სილუეტს სიმკაცრეს ჰმატებს. კოლექციაში ისინი მრავალგვარი იყო: ტყავის, ბეწვეულის თუ კვადრატული.



მაღალი წინდები ლოგოთი

წინდები "ფენდის" სტილს დიდიხანია ასახავს. მომავალ სეზონზე F ასოთი გაფორმებულ წინებს ქუჩაში ხშირად დავლანდავთ.



ტყავის ქვედაბოლო

ეს სამოსი საბოლოოდ, ოთხივე მთავარ მოდის კვირეულზე ნამდვილი ჰიტი იქნება. ტყავის ქვედაბოლოდ ყველაფერი უხდება - მათ იდეალური სიგრძე აქვს და საშუალებას იძლევა ნებისმიერი სტილის ფეხსაცმელთან ატარო.



კუბოკრული ფეხსაცმელები

კარლი მათ ტარებას კუბოკრულ ნივთებთან ერთად გვირჩევს.



ჩანთა Double F

Fendi-ის აქსესუარების დიდ ოჯახში ეს ნივთი სიახლეა. მინიატურული, ორმაგი ჯაჭვით და რა თქმა უნდა ლოგოთი! ამ ჩანთას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მომავალი ზამთრის მთავარი it-bags გახდეს.



Fendi FW18-19