სუპერმოდელთა აღლუმი Versace-ს შოუზე

Published: 24/02/2018 Views: 759
სუპერმოდელთა აღლუმი Versace-ს შოუზე

Versace Fall 2018 Ready to Wear

გლამური დაბრუნდა. 80-იანები კვლავ საზეიმო ვითარებაშია. წინა სეზონის ტრიუმფალურმა რეპროსპექტივამ, რომელიც დონატელამ ძმის, ჯიანის ხსოვნას მიუძღვნა, ნათელი გახადა, რომ მთავარია რისკი, თუ მწვერვალების დაპყრობას ცდილობ.

კოლექცია მოიცავს პრიალა პალტოებს, სკოლის ფორმებისთვის დამახასიათებელ საყელოებს, ბეჟ ქსოვილებს და ბერეტებს - ასე რომ, ბრენდი საკუთარ ხელწერას სამოსზე კვლავ ეფექტურად აღბეჭდავს.



ახალი კოლექცია გაჯერებულია ფერადი და ჭრელი პრინტებით, რომლებიც კუბოკრული ნაჭრებითაც გამოიხატება. ბრენდის სახელი თითქმის ყველა მოდელის სამოსში იმალება და დეტალის სახით ყვირის. თითქოს მთელი ეს სვლა მძაფრად იმეორებდა უკანასკნელი სარეკლამო კამპანიის ხმოვან ფონს, სადაც მოდელები სიტყვა "ვერსაჩეს" ერთმანეთის მიყოლებით ჩურჩულებდნენ.



თუმცა სიჭრელესთან ერთად, პოდიუმმა სიმუქეც ეფექტურად უნდა ასახოს: ჩვენების ცენტრალური ნაწილი სრულიად შავ სამოსს დაეთმო.



"ვერსაჩეს" ახალი შოუ რაღა თქმა უნდა მოდის ინდუსტრიის ცნობილი მოდელებით იყო დაკომპლექტებული:
ჩვენება ნატალია ვოდიანოვამ გახსნა. ჯიჯი ჰადიდი და კაია გერბერი პოდიუმზე ორ-ორჯერ გამოვიდნენ.



როგორც ჩანს, ახალი ტრენდის მიხედვით, ჩანთის ფერი სამოსის პრინტს ან ტონალობას უნდა იმეორებდეს.



"ვერსაჩე" საკუთარი კორსეტების ტრენდის ერთგული რჩება:
მოდელებს კაბებსა და მაისურებზე ის გარედან აქვთ შემორტყმული.




Versace Fall 2018 Ready to Wear