ოსკარი 2018: ვარცხნილობა და მაკიაჟი

Published: 05/03/2018 Views: 2 024
ოსკარი 2018: ვარცხნილობა და მაკიაჟი


ოსკარი 2018: საუკეთესო ვარცხნილობა და მაკიაჟი
სეზონის მთავარი სილამაზის ტრენდები ვარსკვლავების მაგალითზე


ყველაზე პრესტიჟული და გავლენიანი კინოს დაჯილდოება წარმატებით დასრულდა. ვარსკვლავების იმიჯს ინტერნეტში აქტუალურად გაინიხილავენ. წარმოგიდგენთ მათ, რომელთა სილამaზეც წელს ყველაზე ეფექტური აღმოჩნდა.

მარგო რობი
მარგო ცერემონიის ერთპიროვნული ტრიუმფატორია. Chanel-ის თეთრ კაბას მსახიობმა მსუბუქი ლოკონები შეუხამა. მბრწყინავი კანი, ლოყებზე ვარდისფერი ჩრდილით გაკეთებული აქცენტი, წამწამებზე კი ტუში - როგორც ყოველთვის მარგო თვით სრულყოფილებაა.


ჯენიფერ ლოურენსი
მოკლე თმის ექსპერიმენტების შემდეგ, ჯენიფერმა მოგრძო კარე დაიბრუნა. სტილისტენმა მის თმას beach waves-ის ეფექტი შესძინეს. ეს ვარცხნილობა მომავალ სეზონზე გაცილებით აქტუალური იქნება. მაკიაჟში ძირითადი აქცენტი სექსუალურ cat eye-ზე, შავ ფანქარსა და ჩრდილებზე გააკეთა.


ჯენიფერ გარნერი
ჯენიფერი დარწმუნებულია, რომ 40 წლის შემდეგ ცხოვრება ჯერ მხოლოდ იწყება. 45 წლის მსახიობი მართლაც ახალგაზრდულად გამოიყურება. კლასიკური მოცულობითი ვარცხნილობა და ბუნებრივი მაკიაჟი nude ტუჩსაცხით - ჯენიფერი მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.


ემა სტოუნი
ემა სტოუნის ჩაცმულობაზე აზრები ორად გაიყო, მაგრამ ცოტაა ადამიანი, ვისაც ემას მაკიაჟი და ვარცხნილობა არ მოეწონებოდა. ლოყების ვარდისფერ ელფერს ამავე ტონალობის ტუჩსაცხი საოცრად რომანტიკულს ხდიდა.


გალ გადოთი
გადოთი 20-იანი წლების კაბით გამცხადდა და ეპოქისთვის დამახასიათებელი ვარცხნილობა და მაკიაჟი მოირგო, რომლის წყალობითაც გამოხედვა გაცილებით მეტყველი გახდა.


ელისონ უილიამსი
დიდი ზომის ლოკონებით ელისონმა ოქროს ჰოლივუდის ტრადიციებს გაუსვა ხაზი.


ზენდაია
ზენდაია პრესტიჟულ დაჯილდოებაზე მაღლა აწეული თმით გამოჩნდა. მის მკაფიო გამომეტყველებას მაკიაჟი უსმევდა ხაზს.


სირშა რონანი
სირშამ გადაწყვიტა მომავალი სეზონის რამდენიმე ტრენდი წარმოეჩინა, კერძოდ კი ძირებში შეღებილი და ყურზე გადავარცხნილი თმა. მაკიაჟში კი ბუნებრივი იერი არჩია - არანაირი მკაფიო თვალები, გუგის ფერი ყველაფერზე მეტყველებდა.



ლუპიტა ნიონგო
მკვეთრი თვალები და პრიალა ტუჩი



ნიკოლ კიდმანი