Chanel FW18-19

Published: 07/03/2018 Views: 489
Chanel FW18-19


იდეალური სამოსი ტყეში სასეირნოდ: Chanel FW18-19
ტყე პოდიუმის ნაცვლად: რითი დაგვამახსოვრდება კარლ ლაგერფილდის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის შოუ

პარიზის მოდის კვირეულზე Chanel-მა სტუმრებს ტრადიციულად, გასაოცარი სიურპრიზი მოუწყო. ნახევარი წლის წინ გრან=პალე უზარმაზარ ჩანჩქერად იქცა, იანვარში ყვავილოვან ხეივნად, ამჯერად კი საზოგადოებას ზაფხულის ტყე დახვდა. ხეები დეკორაციის წყალობით შექმნეს მეტი რეალურობისთვის კი ძირს ყვითელი ფოთლები მოფინეს.



ამგვარ ინტერიერში ლაგერფილდის კოლექცია ორგანულად გამოიყურებოდა. კლასიკურ ტვიდის კოსტიუმებს დიზაინერი ამჯერად უზარმაზარ კაშნეებსა და ტყავის ბოტფორდებს უხამებს. ფერთა გამა საშემოდგომო პალიტრას სრულად და ზედმიწევნით იმეორებდა. მაგრამ, ყველაფერი ბრენდისთვის ნაცნობი და ტრადიციული არ დარჩენილა:



ქვედაბოლო (Cargo)

კაბა დიდი ჯიბეებით ერთ-ერთია, რომელიც კოლექციიდან კარგად გვამახსოვრდება. რთული მატერიის მიუხედავად მას სხვადასხვა სტილს მარტივად შევუხამებთ: პერანგებსა თუ დიდი ზომის მაისურებს.



ორი კაშნე ერთად

"შანელის" გულშემატკივრებს მომავალ შემოდგომაზე ნამდვილად არ შესცივდებათ. თბილი პალტოების და ბეწვის მიუხედავად, კარლმა მოდელებს სხვადასხვა ზომის კაშნეებიც დაუმატა. ზოგიერთ კომბინაციაში მათი გაერთიანების შთაბეჭდილება გვექმნება.



თუმცა, მეორე კაშნე სინამდვილეში მხარზე გადაკიდებული ჯემპერია. მთავარია შთაბეჭდილება, რომლის შექმასაც კარლი ეცადა.



მორის ფორმის ჩანთა

"შანელის" უნიკალური ჩანთები მუდამ აქტუალური გარჩევის საგანია.



სხვადასხვა საყურეები ერთად

ორი სხვადასხვა საყურე კარგად დავიწყებული ძველი ტრენდია, რომელსაც მომავალ შემოდგომაზე გავიხსენებთ.



კონტრასტული ხელთათმანები

ნათელი ფერის ხელთათმანები ცივ სეზონზე აუცილებელი ატრიბუტი ხდება.



Chanel FW18-19