ახალი სახე მოდის ინდუსტრიაში: მატილდა გვარლიანი

Published: 03/04/2018 Views: 3 827


ქართველი მოდელი : ახალი სახე მოდის ინდუსტრიაში

ქართულ მოდის ინდუსტრიას ახალბედა სახე იპყრობს. ამ მომენტის new face და გამორჩეული გოგონა, ფრანგული სახელითა და გარეგნობით, წარმოშობით სვანეთიდანაა. მატილდა გვარლიანს ქართველი დიზაინერები ახალი კოლექციის ლუქბუქებში აქტიურად იღებენ. ჯერ მხოლოდ 14 წლისაა და მისი სამოდელო კარიერა, ფოტოსესიებისა თუ სხვადასხვა პროექტების წყალობით, დატვირთული გრაფიკით გამოირჩევა. მეოცნებე გოგონას, რომელიც საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში წარმატების მიღწევისკენ ილტვის, 15 წელი მაისში შეუსრულდება.

მატილდა ისეთი დიზაინერებისთვის ირგებს სამოსს, როგორებიც არიან: თამუნა ინგოროყვა, ანუკი არეშიძე, Materiel Tbilisi, ალექსანდრე ახალკაციშვილი.



მატილდა გვარლიანი
Look Models


წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს

Editorial: ბავშვობაში ოცნებობდი თუ არა მოდელობაზე? თავად გადაწყვიტე მოდელი გამხდარიყავი თუ ამაში გადამწყვეტი როლი ვინმემ ითამაშა? რამდენად მარტივად მოახერხე ობიექტივის წინ გახსნა?

მატილდა გვარლიანი: 10 წლის ვიყავი პირველად რომ დავინტერესდი მოდის ინდუსტრით. სულ ვადევნებდი თვალს მოდის სამყაროში განვითარებულ მოვლენებს. ჩემი ოჯახი და გარშემომყოფები, ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. რაც შეეხება ობიექტივის წინ მუშაობას, პირველივე ჯერზე ძალიან მომეწონა. პირველი გადაღება თამუნა ინგოროყვას ბრენდისთვის მქონდა.

14 წლის
ეროვნება: ქართველი
სიმაღლე: 174 სმ
პარამეტრები: 82/59/85
თმა: ყავისფერი
თვალები: ყავისფერი



for BUYERS


Editorial: როგორ მოხვდი ლუქ მოდელში?

Look Models-ში დედამ მიმიყვანა და იმ დღიდან მოყოლებული ვთანამშრომლობთ.

Editorial: ბევრი ქართული ბრენდის ლუქბუქში გაქვს მონაწილეობა მიღებული, თუ გყავს ფავორიტი ქართველი დიზაინერი და ფოტოგრაფი და როგორ დაახასიათებდი მათთან მუშაობას?

ვერცერთ დიზაინერსა და ფოტოგრაფს ვერ გამოვარჩევ. მათთან მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა. ყველაზე ნათლად ჩემს პერსონალურ სტილსა და განწყობილებას ანუკის დიზაინი აღწერს.



for ANOUKI


Editorial: იყენებ თუ არა მაკიაჟს ყოველდღიურ რეჟიმში?

ვთვლი რომ ჩემს ასაკში არ არის აუცილებელი ყოველდღე ვატარო მაკიაჟი.

Editorial: რა არის მატილდასთვის ყველაზე დიდი მწვერვალი, რასაც სურს მიაღწიოს კარიერაში? ვისთან ისურვებდი თანამშრომლობას?

ჩემი მიზანია გამოვიდე ისეთი ცნობილი დიზაინერების ჩვენებებზე როგორც არის "არმანი", "გუჩი", "ვერსაჩე"... რაშიც "ლუქ მოდელსი" დიდ შესაძლებლობებს მომცემს...



For Tamuna Ingorokva



Editorial: გრძნობ თუ არა კონკურენციას ქართველ მოდელებს შორის. რამდენად მეგობრული გარემოა სამუშაო პროცესს მიღმა?

კონკურენცია არის რათქმაუნდა, ბევრ მოდელთან ვმეგობრობ და სამუშაო გარემო ძალიან სასიამოვნოა. ასეთი სტარტის გარეშე ჩემი ცხოვრება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.


Editorial: ყველა მოდელი გარკვეული პერიოდის შემდეგ სხვადასხვა სფეროში ცდის თავს და წარმატებულად ითავსებს დიზაინერობას, მსახიობობას, წამყვანობას თუ ა.შ შენ სად ხედავ თავს მომავალში, რა იქნება შენი შენი საქმიანობა მოდელობის შემდეგ/პარალელურად.

ჩემს მომავალ პროფესიაზე ჯერჯერობით ვფიქრობ.



Photo by: Levan Maisuradze


Editorial: მუსიკა რომელიც განსაზღვრავს შენს ხასიათს

ყველანაირ მუსიკას ვუსმენ.

Editorial: დოკუმენტური ან მხატვრული ფილმი, რომელმაც გავლენა იქონია შენზე

"ნატვრის ხე" არის ფილმი რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.




Editorial: თუ გაქვს რაიმე ჰობი

მიყვარს ხატვა და კითხვა.

Editorial: როგორია სამუშაოსგან თავისუფალი 1 დღე მატილდას ცხოვრებაში

თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ვატარებ.



For Materiel


for Tamuna Ingorokva


for ANOUKI


for MORE IS LOVE