Cross X ახალი ქართული ბრენდი

Published: 05/04/2018 Views: 1 076


Cross X ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდია რომელიც 2018 წელს შეიქმნა. ის ორი დამწყები დიზაინერის გვანცა ყაჭეიშვილის და ლეკა სიხარულიძის ერთობლივი პროდუქტია. ამ ეტაპზე ბრენდი ინტენსიურად მუშაობს ფეხსაცმლის ხაზზე -ახლახანს გამოვიდა ბაზარზე Cross X-ის გაზაფხული ზაფხულის კოლექციის ნაწილი, ხოლო მეორე კამპანიის სესიას, ისევე როგორც ტანსაცმლის ხაზს საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს.

მიმდინარე სეზონის ფერები ღია პასტელური ფერებია მკვეთრი თვალში საცემი და დამახასიათებელი ფორმებითა და კონცეფციით რაც ერთდროულად თანამედროვეცაა, განსხვავებული და დასამახსოვრებელიც. რაც მთავარია Cross X-ის პროდუქცია ნატურალური ტყავისგანაა შეკერილი და ორიენტირებულია ხარისხზე.




Cross-ის კოლექციის ფეხსაცმელები წარმოდგენილია CHARDIN ONE CONCEPT STORE-ის მაღაზიაში: თბილისი, შარდენის ქ.1

@crosscollection_
heeled mules from Cross X collection SS2018 💥
Photo by Lasha Bakuradze