BLIKVANGER FW 2019

Published: 10/04/2018 Views: 84


ქართული ბრენდის BLIKVANGER -ის 2018-19 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციას, რომელსაც სულ მალე მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე ვიხილავთ მოდელი გვანცა რევზ. (look models) წარმოგვიდგენს ლუქბუქის სახით, ფოტოგრაფი: ლაშა ბაკურაძე (flash me photograpy).

დიზაინერები ბრენდს მიღმა BENEXT კონკურსის გამარჯვებულები არიან, რომელთაც ინტერნაციონალური კონკურსის შედეგად მილანში სწავლა და DOMUS ACADEMY-ში ვორკოფზე კვალიფიკაციის ამაღლება შეძლეს. საქართველოში დაბრუნებულმა გოგონებმა გადაწყვიტეს კოლაბორაციის შედეგად საერთო ბრენდი დაეარსებინათ, რომლის სახელიც BLIKVANGER თვალის მომჭრელსა და ყურადღების მიმპყრობს ნიშნავს. ბრენდი მოდურ სამოსსა და აქსესუარებს ქმნის და კონცენტრირებულია თვითგამოხატვის ორიგინალურობაზე. მისი სტილი გრანჟისა და კლასიკურის კვეთაზეა, BLIKVANGER თავისი კონცეპციით რისკიან და გამბედავ, თავდაჯერებულ და ეკლექტიკურ, მხიარულ და უნიკალურ სტილს უსვამს ხაზს. BLIKVANGER-ს უკვე მერამდენე სეზონია ვადევნებთ თვალს და ვცნობთ მათ ხელწერას ბანტებიანი და თასმებიანი მასიური ქურთუკების სახით.


BLIKVANGER 18-19 FW LOOKBOOK
Blikvanger is to dare, have fun, be confidently cool, be risky, enjoy life!
@blikvanger_ 🌎 73 Barnovi str.