
2018 წლის ზაფხულში განსაკუთრებული სიცხადით შენიშნავთ ღია ფეხსაცმელების ტრენდს, ვგულისხმობთ ფეხსაცმელებს ღია-ცხვირით ან ღია-ქუსლით, სადაც ფაქტურას და დეკორის ელემენტებს გადამწყვეტი როლი აქვს. მსგავსი ფეხსაცმლის-მოდელების მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ დიზაინერები, მათ შორის ქართული ბრენდებიც.
ზაფხულის მთავარი ტრენდი: ფეხსაცმელი ღია ქუსლით და/ან ღია ცხვირით
ყველაზე პოპულარულ მოდელად მაღალქუსლიანი X ჯვარედინი ფორმით შეკრული ფეხსაცმელები გამოიკვვეთა.


გამოკვეთილი დეტალი: ბროშით


ცნობილი ქალბატონების მაგალითზე, იტრენდება ხელოვნური-ბეწვით გაფორმებული X ვერსია.


"მარტივი გეომეტრია და მკაფიო ფერი"


MULE, ანუ ეგრედ წოდებული "ქოშები" კი ცალკე აღსანიშნი ტრენდია. ბარხატისა თუ ატლასის, აზიურ სტილში დეკორირებული: თვლებითა და ნაქსოვით დამშვენებული ძვირფასი ქოშები, თითქოსდა მოროკოს ბაზრიდან პირდაპირ ყველა დიზაინერმა აიტაცა.




ფერადი დეტალები

ფირუზისფერი!

ორ-ფერიანი ცხვირით

ფერადი წვეტიან-ქუსლიანი ქოშები კვლავ ჯიჯი ჰადიდის მაგალითზე

თვლებით დახუნძლული და მბზინავი ფენით დაფერილი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები ნამდვილი ფუფუნების საგანია


შედარებით დაბალ ძირიან ფეხსაცმლის-მოდელებშიც ამართლებს დეკორის ელემენტები და ფაქტურა.

ხისტი პლატფორმა

ცხოველური ინსტიქტები

ორიგინალური ფორმა და დეკორი


ბროგის სტილში, ქუსლმოხდილი ვერსიით



ქართველი დიზაინერის, ANOUKI და Miss Anouki-ს ხაზის ზაფხულის კოლექციის ფეხსაცმელი იდეალურად შეესაბამება აქ წარმოდგენილ მოდის სიახლეებს.

NINA ZARQUA-ს კოლექციაც მსგავსი რამდენიმე მოდელის ფეხსაცმელს მოიცავს.



ქუსლიანი mules CROSS-სგან

Mach & Mach-სგან გამჭვირვალე პლასტიკის დეკორი "water mules"


ქართული ბრენდი, idée fixe-ის პასტელურ ფერებში შესრულებული ფეხსაცმელები, კარგად მივიწყებული რეტრო დიზაინის გაცოცხლებულ ტრენდს წარმოადგენს.

