ვარსკვლავები, რომლებიც ჟურნალის გარეკანზე მაკიაჟის გარეშე გადაიღეს

Published: 15/04/2018 Views: 1 694
ვარსკვლავები, რომლებიც ჟურნალის გარეკანზე მაკიაჟის გარეშე გადაიღეს


ზოგიერთი ცნობილი ქალბატონი იმდენად თამამია, რომ გარისკა ცნობილი ჟურნალის გარეკანზე ფოტო მაკიაჟის გარეშე გადაეღოთ. მოდური გამოცემები ყოველთვიურად ყდას დაკვირვებით არჩევენ, პროფესიონალური ფოტოსესიები საგულდაგულო დამუშავებას და ვიზაჟისტების თავდაუზოგავ შრომას ასახავს. თუმცა, ხანდახან წინა პლანზე ბუნებრიობა გამოდის და ვარსკვლავების რეალური სახით ვტკბებით.


როზამუნდ პაიკი მაკიაჟით და მის გარეშე


ირინა შეიკი

2017 წლის აპრილში ირინა გერმანული VOGUE-ის გარეკანზე ბუნებრივი სახით წარსდგა.



ალიშა ქისი

ალიშა გამოტყდა, რომ მაკიაჟის რეგულარულ გამოყენებას რეალურ ცხოვრებასა და წვეულებებზე შეეშვა. ამიტომაც მისთვის მოდის ჟურნალის ყდაზე უმაკიაჟოდ გამოჩენა ადვილი აღმოჩნდა. ლამაზმანმა ამერიკული Allure-ის გარეკანი დაამშვენა.



მილა კუნისი

2016 წელს გაბედულთა რიცხვს მილაც შეუერთდა და ჟურნალ Glamour-სთვის გადაიღო.



კრისტინა აგილერა

კრისტინას მაკიაჟის გარეშე წარმოდგენა არც ისე ადვილია. ამ ნაბიჯით მომღერალმა გულშემატკივრები და სრულიად მსოფლიო გააოცა. ცოტა ხნის წინ აგილერა ჟურნალ Paper-სთვის გადაიღეს და ბევრმა აღნიშნა რომ ლამაზმანს 10 წლით უმცროსის შეხედულება აქვს.



ადელი

2015 წელს ადელი ჟურნალ Rolling Stone-ის ყდაზე გამოჩნდა. ამ ნაბიჯით კი ინტერნეტში კამათი გამოიწვია. მის ბუნებრივ იერზე მომხმარებლების აზრი ორად გაიყო.



კერი ვაშინგტონი

მსახიობი მაკიაჟის გარეშე ძალიან სექსუალურად და მიმზიდველად გამოიყურება.



რიანა

2017 წლის ბოლოს, მომღერალი Dazed and Confused-ის ყდაზე ყველანაირი კოსმეტიკური საშუალების გარეშე გადაიღეს.



ლედი გაგა

ლედი გაგას მაკიაჟის გარეშე წარმოდგენა ნამდვილი ფანტასტიკაა. მომღერალმა მსგავსი გადაწყვეტილება ამერიკული Harper’s Bazaar-სთვის მიიღო.



ბიონსე

ბიონსე თანამედროვე ხელოვნების გამოცემის Garage-ის გმირი გახდა. ყდის ფოტოსესიისთვის მომღერალს არცერთი გრამი კოსმეტიკა არ გამოუყენებია.



მონიკა ბელუჩი, სოფი მარსო და ევა ჰერციგოვა

რამდენიმე წლის წინ ფრანგულმა Elle-მა ცნობილი ლამაზმანების მონაწილეობით რამდენიმე ყდა გამოუშვა. ქალბატონებს არც მაკიაჟი გამოუყენებიათ და მათი ფოტოები არც ფოტოშოპით დაამუშავეს. შედეგად მივიღეთ მონიკა, სოფი და ევა ისეთები როგორებიც არიან:



ჰეიდი კლუმი

გერმანული Harper's Bazaar-ის თებერვლის ნომერი ჰაიდი კლუმმა დაამშვენა. მოდელის თქმით, ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟს იშვიათად ატარებს, ამიტომაც ექსპერიმენტს მარტივად დათანხმდა.



ჟიზელ ბიუნდჰენი

ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი 37 წლის ბრაზილიელი მოდელი 2018 წლის თებერვლის იტალიური VOGUE-ს გარეკანზე უმაკიაჟოდ პოზირებს.