საზაფხულო ჩანთები ქართული ბრენდისგან 0711

Published: 18/04/2018 Views: 401
საზაფხულო ჩანთები ქართული ბრენდისგან 0711



რუსული Harpers Bazaar ქართული ბრენდის ჩანთებზე ამახვილებს ყურადღებას. მათ დიდი ხანია რაც არაორდინალური მასალების შერწყმის და მრავალფეროვანი გამის მეშვეობით მრავალი it girl-ის გული მოიგეს.

ახალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის 0711-ის დიზაინერებმა ნინო ელიავამ და ანი მოქიამ შთაგონება კლასიკური კინემატოგრაფისგან მიიღეს, კერძოდ კი როჟ ვადიმის ფილმიდან "და ღმერთმა შექმნა ქალი", სადაც მთავარ როლს ბრიჯიტ ბარდო თამაშობს. ჩანთები სანაპიროსთვისაცაა შექმნილი და შესაბამისი სახელწოდებები აქვს: Malibu, Venice და Tulum.




ბრენდის ყველა ნიმუში ხელნაკეთია და თბილისში მზადდება. მოდელები კრეატიული გეომეტრიული ფორმებით ხასიათდება და ხის ან ორგანული მინის ჩარჩოზე ნაქსოვი ძაფების ტექნიკითაა შესრულებული. ისინი ხელმისაწვდომია www.moreislove.com-ის ინტერნეტ მაღაზიაში. ბრენდი ასევე წარმოადგენს ქუდებს და სხვადასხვა აქსესუარებს, თუმცა მათი მთავარი ნიშა სწორედ ნაქსოვი ჩანთებია.