Power Couples მოდის ინდუსტრიაში

Published: 19/04/2018 Views: 434
Power Couples მოდის ინდუსტრიაში


დომენიკო დოლჩე და სტეფანო გაბანა - პირველად ეს მამაკაცები მოგვდის თავში, როცა მოდის ძლიერ წყვილებზე ვსაუბრობთ, თუმცა ისინი ერთადერთები არ არიან. წარმოგიდგენთ დიზაინერებს, რომლებსაც შეყვარებულებთან ერთად მუშაობა საკმაოდ წარმატებულად გამოსდით.



დიზაინერები, რომლებიც შეყვარებულებთან ერთად მუშაობენ
Power Couples მოდის ინდუსტრიაში



ლუსი და ლუკ მეიერები




მილანის მოდის კვირეულის ყველაზე მოთხოვნადი დიზაინერები ბრენდ Jil Sander-ის წარმომადგენლები არიან. მათ ერთმანეთი "პოლიმოდას" ინსტიტუტში გაიცნეს, სადაც ლუსი მარკეტინგს სწავლობდა, ლუკი კი სვიტრების დიზაინს. ლუსიმ ისეთ ბრენდებთან მოასწრო მუშაობა, როგორებიც არიან მარკ ჯეიკობსი, რაფ საიმონსი, ნიკოლა გესკიერი, სათავეში ჩაუდგა კრისტიან დიორის ქალის ხაზს, სანამ მისი მეუღლე Supreme-ის მთავარი დიზაინერი იყო. გასულ წელს, წყვილმა "ჯილ სანდერი" ჩაიბარა, ეს მათი საერთო შემოქმედების პირველი გამოცდილებაა. სადებიუტო კოლექციები საკმაოდ წარმატებული გამოდგა.



ჯასტინ ტორნტონი და ტეა ბრეგაცი




ბრიტანული ბრენდის Preen-ის დიზაინერები ერთად უკვე 20 წელზე მეტია რაც არიან. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ. ერთად მუშაობისას ყველაზე რთული სახლში სამსახურზე საუბრის აკრძალვა იყო. განტვირთვისთვის სანაპიროს სახლს სტუმრობენ, სადაც არც ინტერნეტი აქვთ და არც მობილური იჭერს.



მარტა მარკუსი და პაოლო ალმეიდა




ლონდონის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ბრენდის, Marques’ Almeida-ის დიზაინერების რომანი მშობლიური პორტუგალიის ინსტიტუტში დაიწყო, რის შემდეგაც, მარტა და პაოლო სტაჟირების გავლისთვის ლონდონს ეწვივნენ. 2011 წელს საკუთარი ბრენდი გამოუშვეს, რომელიც მათი ბავშვობით იყო შთაგონებული. ამიტომაც მათ კოლექციებში 90-ებისა და 2000-იანების გავლენას აღმოაჩენთ. გასულ წელს, წყვილს ქალიშვილი გაუჩნდა.



ჯეკ მაკალოუ და ლაზარო ჰერნანდესი




Proenza Schouler-ის დიზაინერებმა ერთმანეთი Parsons-ში სწავლისას გაიცნეს და თითქოს მას შემდეგ საერთოდ არ შეცვლილან. კვლავ უბრალო მაისურებს, ჯინსებსა და კედებს ატარებენ და პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის საზღვრებს არ აწესებენ. ჯეკი და ლაზარო იმითიც არიან გამორჩეულები, რომ მუდამ იღიმიან. "Proenza Schouler ჩვენი კოლაბორაციაა, თუ ერთ-ერთს ჩვენგანი თეთრს ირჩევს, მეორე კი შავზე აკეთებს არჩევანს, ნაცრისფერს ვიღებთ. ყველა ჩვენი იდეა 50/50-ზე იყოფა."



უმბერტო ლეონი და ქეროლ ლიმი




Kenzo-ს დიზაინერები მოდის სიყვარულმა გააერთიანა. ორივე აღმერთებდა შოპინგს და ამ სიყვარულმა არამხოლოდ მათი კავშირი ჩამოაყალიბა, არამედ მაღაზია Opening Ceremony-იც, რომლის ფილიალებიც ლოს-ანჯელესში, ტოკიოსა და ლონდონშია. ცნობილ ბრენდთან მუშაობის პარარელურად, საკუთარ ბრენდს ავითარებენ, თეატრალურ ჩვენებებს დგავენ, დისნეილენში შოუებს მართავენ და წელიწადში "კენზოს" 4 კოლექციას უშვებენ.