10 აუცილებელი ნივთი 2018 წლის ზაფხულის გარდერობიდან

Published: 23/04/2018 Views: 1 407
10 აუცილებელი ნივთი 2018 წლის ზაფხულის გარდერობიდან

ზაფხულის სეზონი გვიახლოვდება, რაც გარდერობის განახლებას მოითხოვს. იმისთვის, რომ უკანასკნელი ტენდეციების მიხედვით მოდური იმიჯი შევიქმნათ, სულ რაღაც 5 წუთის დახარჯვა მოგვიწევს. წარმოგიდგენთ საზაფხულო გარდერობს ძირითად შემადგენელ ნაწილებს.

თეთრი მაისური
როცა მოდის სამყაროს ფემინიზმი მართავს, არაა გასაოცარი, რომ ტრენდების სიაში თეთრი ელეგანტური მაისურიც ხვდება. ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელი პერანგი რუშებით მუხლსქვემოთ კაბებზე, შავ შარვლებზე და ჯინსებზე მოირგეთ.



წელის ჩანთა
2018 წლის საზაფხულო გარდერობი ამ ნივთის გარეშე უაზრო იქნებოდა, გაამახვილეთ ყურადღება ნათელ, პასტელურ ფერებზე, და მეტალის სტილზე.



დამოკლებული ლურჯი ჯინსი
ჯინსები საზაფხულო გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. დაივიწყეთ მოტკეცილი შარვლების შესახებ - ახალ სეზონზე უნივერსალური და აქტუალური ფართო დამოკლებული ჯინსებია. აირჩიეთ მუქ ლურჯ ტონალობაში და ისინი ყველაფერს მოუხდება.



თეთრი კეტები
ქალი გარდერობში აუცილებლად უნდა იყოს სპორტული ფეხსაცმელი და აუცილებლად თეთრი ფერის. შეიძლება ითქვას, რომ ახალ სეზონზე ისინი ყველაზე მოდურ ფეხსაცმელებს წარმოადგენენ. კლასიკურ იმიჯს მარადიული „ადიდასი“ შეურჩიეთ, ფუტურისტულს კი „ლუი ვიტონი“.



Mule
კეტების მოდური ალტერნატივა მათთვის, ვისაც სპორტული იმიჯი არ უყვარს. ეს ფეხსაცმელი ტრენდებს რამდენიმე სეზონია არ ტოვებს.



კრემისფერი ტრენჩი
როგორ წარმოგიდგენიათ გარდერობი ხორცისფერი ტრენჩის გარეშე? 2018 წლის ზაფხულის სეზონზე ამ კლასიკურმა სამოსმა ოდნავ ცვლილება განიცადა. თუ გსურთ მისი მორგების მეშვეობით მოდურები იყოთ, ყურადღება სწორ და oversize ვარიანტებზე გაამახვილეთ.



გადაბმული საცურაო კოსტიუმი
ბიკინის ნაცვლად, ამ სეზონზე ცნობილი ლაამზმანები კიმ კარდაშიანიდან ქენდის სვეინპულამდე, გადაბმულ საცურაო კოსტიუმებს ამჯობინებენ. აირჩიეთ ერთი ტონალობის - კლასიკური შავიდან ალისფერამდე.



კაბა ყვავილოვანი პრინტით
ეს არის მოდური არჩევანი, რომელიც დროს უძლებს. 1957 წელს მისით ოდრი ჰეპბერნი გვაოცებდა, 2018 წელს კი ქუჩის სტილის ქრონიკებში აქტიურად ვხედავთ. ამ ზაფხულს ყვავილოვანი კაბები გარდერობებს იკავებს. მინი, მაქსი, სექსუალური თუ ელეგანტური - სწორედ ზაფხულში უნდა ატაროთ ეს რომანტიკული სამოსი.



დაწნული ჩანთა
გახსოვთ ჯეინ ბირკინის ცნობილი ჩანთა? მოგვიანებით ამ მოდელმა ინსტაგრამზე დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. ზაფხულის სეზონისთვის სწორედ ამ ტიპის ჩანთაზე გააკეთეთ არჩევანი.



ვიწრო მზის სათვალეები
ამ ზაფხულს ავიატორებს, მრგვალ და კვადრატული ჩარჩოს სათვალეებს არავინ ატარებს. ახლა წვრილი სათვალეების აღორძინების ხანა დადგა. ისინი სეზონის ეფექტურ აქსესუარს წარმოადგენენ და ყველაზე მოსაწყენ იმიჯსაც კი ულტრამოდურს გახდიან.