თბილისის მოდის კვირეული: სტუმრების ჩაცმულობა

Published: 26/04/2018 Views: 3 048


დასრულდა რიგით მე-17 თბილისის მოდის კვირეული
, დიზაინერებმა 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოგვიდგინეს. ჩვენებებს თბილისის ბალნეოლოგიურმა კურორტმა უმასპინძლა, ასევე მოეწყო პერფორმანსის სახით ჩვენება რესტორან "შავ ლომში', ფაბრიკაში და კაფე "სტრადა"-ში. მოდის კვირეულის ფარგლებში marketer და SOLO-ს მხარდაჭერით გაიმართა სემინარი მოდის სფეროს განვითარების შესახებ. კვირეული კი ილიას ბაღში, Garden Hall-ის სივრცეში ულამაზესი გაფორმებით მორთულმა დიზაინერ ქეთი ჩხიკვაძის კოლექციამ დახურა.




კვირეული ახალგაზრდობის "პიონერთა" სასახლეში გამართული SOLO-ს ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს და მის ლეგენდარულ კინოროლს ეძღვნებოდა ფილმიდან "ქეთო და კოტე".





უცხოელი სტუმრებისთვის გამოირჩეოდა Nino ფაბრიკის მიერ წარმოდგენილი საბჭოთა წარმოების კოლექცია: "A woman from Soviet Union - Secret History", რომელიც თეატრალიზირებულად ძველებული ჩვენების სახით გაიმართა. ასევე აღსანიშნავია Ethere Accesoire -ის პერფორმანსი, რომელიც ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში მოეწყო.



თბილისის მოდის კვირეულმა, როგორც ყოველთვის მრავალი საინტერესო ლოკაცია და ბაღი მოიცვა. Atelier Marta სამკაულების კოლექცია "შავი ლომის" რესტორნის ბაღში წარმოადგინა დიზაინერმა ნათია არველაძემ.



თბილისის მოდის კვირეულზე დამსწრე სტუმრების ჩაცმულობას
წარმოგიდგენთ ფოტოგრაფი ანა ბაციკაძე, სპეციალურად EDITORIAL.GE-სთვის. იხილეთ მეტი ფოტოები ჩვენი ფეისბუქის ფეიჯის გვერდზე, ალბომში Tbilisi Fashion Week #17