მელანია ტრამპის სტილის ევოლუცია

Published: 26/04/2018 Views: 1 985
მელანია ტრამპის სტილის ევოლუცია

აშშ-ს პირველი ლედის
შთამბეჭდავი იმიჯი


26 აპრილს მელანია ტრამპს 48 წელი შეუსრულდა. აშშ-ს პირველი ლედის ყოველი გამოჩენა აქტიური განხილვის საგანი ხდება:
ზოგიერთი მას საკულტო სტილის მფლობელ ქალაბტონს და ყველაზე მოდურ პირველ ლედის უწოდებს, ზოგიერთი კი მის გარდერობს ზედმეტად მკაცრად და ცივად აღიქვამს.




იუგოსლაველი ყოფილი მოდელი დიზაინერების სამოსის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს, ამიტომაც დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალების მიუხედავად, რაც მისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ითვალისწინებს, ცნობილი მოდის სახლები მელანიასთან მაინც განაგრძობენ მუშაობას. პირველი ლედის ერთ-ერთო საყვარელი ბრენდი Dolce&Gabanna-აა. ახლა, კარლ ლაგერფილდი ინდივიდუალური შეკვეთებით მას კოსტიუმებს უკერავს.

მელანიას წარმოსახვაში მუდამ განსაზღვრული ქონდა პირველი ლედის როლისთვის მისი სტილი. ჯერ კიდევ 1999 წელს ჟურნალმა The New York Times-მა პროვოკაციური შეკითხვა დაუსვა მელანიას - თუ რა როლი ექნებოდა მას დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში (იმ დროისთვის მელანია არ იყო ტრამპის საცოლე) მელანიამ ცოლის, girlfriend-ის თუ საყვარლის სტატუსის განმარტება დააიგნორა და გადაჭრით უპასუხა, რომ ერთი იცოდა, მისი სტილი ძალიან ტრადიციული, ბეტი ფორდის და ჯეკი კენედის მსგავსი იქნებოდა. ერთი რამ ცხადია, მელანია უდავოდ დახვეწილი პირველი ლედია.



პირველი ლედის სტატუსი მელანიას აიძულებს თავშეკავებულად ჩაიცვას, თუმცა არასდროს ამბობს უარს საკუთარი სხეულის საუკეთესო გზით დემონსტრირებაზე.

სულ ახლახან, ამ იმიჯისთვის მელანიას "თეთრი დედოფალიც" კი უწოდეს. საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს მელანიამ Michael Kors-ის თეთრ კოსტუმზე შეაჩერა არჩევანი, ასევე თეთრები ემოსა ბრიჯიტ მაკრონსაც, მაგრამ... მაგრამ!





თუმცა, პატრიოტი მელანია მაინც ამერიკელ დიზაინერებს ანიჭებს უპირატესობას. ოფიციალურ წვეულებებზე ხშირად ატარებს Michael Kors-ის, The Row-ს და Calvin Klein-ის სამოსს.

მელანიას სიმაღლე 177 სმ.ია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი კი მაინც მისი საყვარელი აქსესუარია.

კოსტიუმი: Michael Kors



კაბა: Calvin Klein



პიირველი ლედი მეუღლესთან ერთად ხშირად მოგზაურობს და საქმიანი ვიზიტებით მსოფლიოს ბევრ ქვეყანას სტუმრობს, შემდეგ კი ამ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლებს ვაშინგტონშიც სიხარულით ეგებებიან. იაპონიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრისას მელანიამ Carolina Herrera-ს შავ-თეთრ კაბაზე გააკეთა არჩევანი, შიშველი მხრებით. იმიჯი საკმაოდ მომგებიანი აღმოჩნდა, რადგანაც კაბამ პირველი ლედის ბრწყინვალე სხეული საუკეთესოდ გამოკვეთა.



პირველი ლედის სტატუსის მიღების შემდეგ, მელანიას სტილი გაცილებით კლასიკური და ქალური გახდა.
მის გარდერობში ბევრი ლაკონიური კაბა და ელეგანტური კოსტიუმი გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან არჩეული სამოსის, ფეხსაცმლის ან აქსესუარის გამო კრიტიკის ქარცეცხლში ხვდება, პირველ ლედის აღორძინება სწრაფი ტემპებით შეუძლია და მეორე დღეს იმდენად შთამბეჭდავი იმიჯით ჩნდება, რომ წინა დღის კრიტიკა ყველას უმალ ავიწყდება.




მელანია ტრამპის საუკეთესო ლუქები:

პალტო: Alice Roi



შანელი




კოსტიუმი და კაბა: Herve Pierre




კაბა: Alexander McQueen



სამოსი: გუჩი



პალტო: Acne Studios



პალტო: Emilio Pucci



კაბა: Brandon Maxwell



კაბა: Roland Mouret



პალტო: Chloe, ფეხსაცმელები: Gianvito Rossi



კაბა: კრისტიან დიორი



კაბა: Givenchy



კოსტიუმი და კომბინიზონი: Ralph Laurent







მელანია კნავსის სტილი 2000-იან წლებში
[დონალდ ტრამპის პრეზიდენტობამდე]

1996 წელს, მელანია 26 წლის იყო, როდესაც სამოდელო კარიერის განსავითარებლად იუგოსლავიიდან ემიგრირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მანამდე მელანია მილანსა და ლუბლიანაში მოღვაწეობდა. მისი ოჯახი საკმაოდ კარგად ცხოვრობდა სევნიკაში, თუმცა დონალდთან რომანის პერიოდში ის დაეხმარა კნავსის ოჯახს ნიუ იორკში გადმოსვლაში. ამჟამად ბებია-ბაბუა აქტიურად არიან დაკავებული მელანიას ვაჟის აღზრდით და თეთრ სახლშიც დიდ დროს ატარებენ, შვილშვილი სლოვენიურადაც კი მეტყველებს.

მელანია შესანიშნავად აბალანსებდა დონალდთან რომანს და წარმატებულ სამოდელო კარიერას, 2000 წელს ტრამპთან ერთად მონაწილეობდა საპრეზიდენტო კამპანიაში და პარალელურად პოზირებდა GQ და Sport Illustrated-სთვის.

შეგახსენებთ წყვილს 1 საერთო შვილი ყავს: ბარონ უილიამი. მელანიასთვის ბარონი ერთადერთი შვილია, ის 2006 წელს, 36 წლის ასაკში გააჩინა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის მე-8 წელს. (იქორწინეს 2005 წელს)