მეგან მარკლის სტილი სამეფო ტრადიციებს ცვლის

Published: 29/04/2018 Views: 1 599
მეგან მარკლის სტილი სამეფო ტრადიციებს ცვლის


თუ მოდის დიზაინერი ხართ, აუცილებლად იოცნებებთ იმაზე, რომ თქვენი სამოსი მეგან მარკლმა ერთხელ მაინც მოირგოს. სამეფო პატარძალი ყველაზე ეფექტური რეკლამაა, რომელზეც უცნობი ბრენდები ოცნებობენ.

სტილის ევოლუცია
სერიალის მსახიობობიდან
ელეგანტურ პრინცესობამდე


პრინც ჰარისთან ნიშნობის შემდეგ, მეგან მარკლს საოცარი უნარი აქვს რომ ყველაფერი რასაც ატარებს, უცებ გაყიდოს. კაბა რომლითაც შარშან ის Invictus Game-ის გახსნაზე გამოჩნდა, მაშინ როცა ჰარისთან ერთად ჯერ საჯაროდ არ ჩნდებოდა, რამდენიმე საათში გაიყიდა.



ამის შემდეგ წყვილს შორის მოვლენები განვითარდა და გაყიდვების ფენომენალური ზრდაც დაიწყო. პრინცი ჰარის ახალი რჩეული ნამდვილად სერიოზული ლედი ჩანდა და როგორც სჩანს სამეფო ოჯახის წევრს მხოლოდ გართობისთვის აღარ ეცალა. ჰოლივუდის მსახიობი ყველა მოდის რედაქტორმა თავიდან ბოლომდე ზედმიწევნით შეისწავლა.



აღსანიშნავია, რომ აქამდე მეგანს საკულტო სტილის მფლობელ ქალბატონად არ თვლიდნენ, მაგრამ ბრიტანეთის პრინცთან კავშირმა ყველაფერი შეცვალა და ის იმიჯის დედოფლადაც კი აქცია. მის ცხოვრებაში სამსახიობო კარიერა დასრულდა და კონკიას ზღაპარი დაიწყო - ეს კი ტანსაცმელს იმაზე უკეთ ყიდის, ვიდრე ნებისმიერი ფასდაკლება. ამის დასტური თავად ქეით მიდლტონიცაა.



მეგანი ყოველთვის ბუნებრივ სილამაზეს ანიჭებდა უპირატესობას და ამას სამეფო სტილშიც ეფექტურად იხდენს. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე მეგანმა სილამაზის რამდენიმე პროცედურა ჩაიტარა, ჩარჩოებს არასდროს სცდებოდა და ბრიტანელების გულში სილამაზის საკულტო წარმომადგენლის იმიჯიც კი შეიქმნა.

2006



2007



2009



2013



2014



2015



2016



2017





ბრენდები, რომელთა გაყიდვებიც მეგანის გამოჩენის შემდეგ 1000 %-ით გაიზარდა:

Finlay & Co

25 სექტემბერი წყვილის გულშემატკივრებს სამუდამოდ დაამახსოვრდებათ. ჰარი და მეგანი საჯაროდ პირველად გამოჩდნენ. ისინი კამერებს არ ემალებოდნენ, ხელიხელჩაკიდებულები დადიოდნენ და ერთმანეთთან საკმაოდ რომანტიკულად საუბრობდნენ.



ამ გამოჩენამ უცნობი ბრენდი პოპულარობის მწვერვალზე მოახვედრა. 2 დღის განმავლობაში Finlay & Co-მ 20 ათასი ფუნტი შემოსავალი მიიღო. საიტმა დატვირთვას ვერ გაუძლო და გაითიშა კიდეც. "არცერთ ვარსკვლავს არ გამოუწვევია ასეთი მომენტალური წარმატება"-აცხადებდა დიზაინერი.



Mackage

მეორე ბრენდი რომელთა პოპულარობაც მარკლის დამსახურებაა, კანადური Mackage-ია. 1999 წელს დაარსებული ბრენდის არსებობის შესახებ მხოლოდ მეგანის შემდეგ გაიგო ყველამ. დიზაინერებს სამჯერ გაუმართლათ: ჯერ ბორდოსფერი ტყავის ქურთუკით, შემდეგ ლურჯი პალტოთი, რომლითაც მეგანი უკვე პრინცის საცოლის სტატუსით წარსდგა, ხოლო მესამეჯერ ხალათის სტილის პალტოთი, რომელიც მის მარკლმა ბელფასტში მოირგო.



Line The Label

მას შემდეგ, რაც წყვილის ნიშნობის ოფიციალური ფოტოები გამოქვეყნდა, ბრენდის საიტი "თავდასხმისგან" 15 წუთში გაითიშა. კომპანიამ გადაწყვიტა თეთრი პალტოსთვის მეგანის სახელი ეწოდებინა: "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მან ასეთი მნიშვნელოვანი მომენტის დაფიქსირებისას ჩვენ პალტოზე გააკეთა არჩევანი."



Hiut Denim

დიდ ბრიტანეთში გადასვლის შემდეგ, მეგანი ადგილობრივ ბრენდებსაც წყალობს. Hiut Denim-ის შესახებ უელსის გარეთ არც არავინ იცოდა. ახლა შავი შარვლის შეკვეთას, რომლითაც მარკლმა თავი მოიწონა, 3 თვე უცდიან.



Strathberry

მეგანი ამ ბრენდის ჩანთების დიდი გულშემატკივარია. ისინი ხელნაკეთია და ერთი ჩანთის შექმნას 20 საათს უნდებიან. ეს მოდელი 11 წუთში სრულად გაიყიდა და იბეიზე 1700 ფუნტად დაიდო, როცა მისი რეალური ფასი 500 ფუნტამდეა. დამატებითი კოლექციის გამოშვებისას, 400 ჩანთა ერთ დღეში გაიყიდა.



მეორე მორგებულ ჩანთასაც იგივე ბედი ეწია.



Charlotte Elizabeth

მეგანს ამ ბრენდის ჩანთებიც ხიბლავს, რომლის ავტორიც 23 წლის შარლოტა ჯონსია.



ფაქტია, მეგან მარკლი საკუთარი სტატუსითა და პრივილეგიებით ბევრ კეთილ საქმეს სჩადის და ახალბედა დიზაინერების წარმატების წინაპირობა ხდება.