გასეირნება თბილისში: Roseville-ის საგაზაფხულო კოლექცია

Published: 29/04/2018 Views: 564
გასეირნება თბილისში: Roseville-ის საგაზაფხულო კოლექცია


გასეირნება თბილისში: Roseville-ის საგაზაფხულო კოლექცია ახალ ორიგინალურ ფოტოსესიაში

ბრენდ Roseville-ის თბილისური ფოტოსესიის გმირი ნინუცა ორჯონიკიძეა - ქართველი დიზაინერის ჯაბა დიასამიძის მუზა და it girl. Roseville-ს უკვე კარგად იცნობენ ქართველი მოდური გოგონები, ისინი თანამშრომლობენ ქართულ concept-მაღაზიებთან და შოურუმის საშუალებითაც გაგვეცნენ Mercedes Benz მოდის კვირეულიდან.

რუსული ბრენდის საგაზაფხულო კოლექციის სამოსით ქართველმა ქალბატონმა თბილისის ქუჩებში ისეირნა, ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ XIX-ის ვიტრაჟით მორთული ძველი სახლის კიბეებზე გადაღებული კადრებია, ნინუცას ყოველ ნაბიჯს ფოტოგრაფი ლევან ჭყონია [Leko Studio] აფიქსირებდა.



Roseville 1950-იანი წლების სტილითაა შთაგონებული. ის რომანტიული შტრიხებისა და მკაცრი სილუეტის მიქსს წარმოადგენს, კოლექციის მთავარი შემადგენელი ნაწილები რომანტიული კაბა, კოსტიუმები, ქვედაბოლოები და მაისურებია. ბრენდი ყველა ნივთს განსაზღვრული რაოდენობით აწარმოებს.