Mercedes Benz FW: მეორე დღე

Published: 07/05/2018 Views: 252

AZNAURI AW19 MBFW Tbilisi backstage by Leko Levani


თბილისის MBFW მოდის კვირეულის მეორე დღეს აუდიტორია განსაკუთრებით ელოდა,
თუმცა რამდენიმე დიზაინერმა: (SITUATIONIST, Lako Bukia, LALO და ANOUKI) მხოლოდ ბაიერებისთვის და პრესის წარმომადგენლებისთვის დახურული ჩვენება მოაწყვეს. ანუკი არეშიძის კოლექციასთან ერთად, ჩვენი ჟურნალისტი წარმოგიდგენთ Blikvanger-ის, ლელა ელოშვილის ELOSHI და ირაკლი რუსაძის AZNAURI -ს კოლექციას.


MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მეორე დღის გამორჩეული კოლექციები


ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
EDITORIAL.GE




ANOUKI AW19 MBFW Tbilisi backstage by Joe Harper


Anouki Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ანუკის ახალი კოლექცია კვლავ დიზაინერისთვის დამახასიათებელი ბრჭყვიალა სამოსით ხასიათდება, თუცა ბევრად ჩამოყალიბებულ, დახვეწილ და თამამ ქალებზეა გათვლილი. უხვ ვერცხლისფერ პაიტეკებთან ერთად, ბრენდი უფრო მკვეთრ, ლურჯ ტონალობასაც გვთავაზობს.




ანუკი არეშიძე მომავალი სეზონის ტრენდებიდან გამჭვირვალე, პლასტიური მასალის შემოსაცმელს გვთავაზობს, რომელიც ცივ ამინდებში პალტოსა თუ კაბაზე უნდა მოვიცვათ.



ანუკის ახალი სეზონის გოგონას იმიჯი დამოუკიდებელი, ძლიერი ქალბატონია, რომელსაც აქსესუარის სახით მეტალის ვიწრო სათვალე ამშვენებს.



საქმიანი ქალბატონებისთვის, ქართველი დიზაინერი თეთრი პერანგის რამდენიმე ორიგინალურ ვარიანტს გვთავაზობს.



ჩვენება თაკო ნაცვლიშვილმა გრაციოზულად დახურა.




Blikvanger Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week


ბრენდმა ახალ საშემოდგომო კოლექციაში ელეგანტურობა სპორტულ სტილს დაუპირისპირა და ამ ორი მიმართულების ეფექტური ცვლით მრავალფეროვანი სამოსი ვიხილეთ. თანამედროვე მოდა დღეს ძირითადად ამ მიმართულებით იხლიჩება, როგორ შევუხამოთ სწორად კლასიკურ სამოსს სპორტული ნივთები. დარღვეულია სტერეოტიპი, რომ "კაბას სქელლანჩიანი ბოტასი არ უხდება", ქართული ბრენდიც მხარს უბამს ახალ ტრენდებს და მომავალი სეზონიც აუცილებელ ატრიბუტად მაღალ წინდებსაც მიიჩნევს.



კოლექციას ცისარტყელას ფერები გასდევდა ფონად და მას სამოსში სხვადასხვა ვარიაციებით ვხედავდით.



ახალი სეზონისთვის ბრენდი ვარდისფრისა, ნარინჯისფრისა და წითლის შეხამებას გვთავაზობს



ქუდების სახით კი Blikvanger სპორტულ კეპებს გვთავაზობს.




Aznauri Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ირაკლი რუსაძის მამაკაცის ახალი საშემოდგომო კოლექცია მუქ ფერებშია გადაწყვეტილი და მამაკაცის სტილის ახლებურ ხედვას წარმოგვიდგენს. "აზნაურის" ბიჭი სწრაფად მიმავალი დამოუკიდებელი მამაკაცია, რომელსაც ცხოვრებაში მკვეთრად გამოკვეთილი მიზნები აქვს.





საერთაშორისო მოდის ინდუსტრიაში უკანასკნელი რამდენიმე სეზონია რაც მამაკაცის მოდა კლასიკურობის ჩარჩოებს გასცდა და მეამბოხეს იმიჯი შეიქმნა. ამას უნისექსის დამკვიდრებაც უფრო ნათელს ხდის. აზნაურის კოლექციაში მოდელებს წელზე მოტკეცილი და მაღალწელიანი შარვლები აცვიათ, რაც მათ არანაკლებ თავდაჯერებულს ხდის.



აღსანიშნავია შთამბეჭდავი დეტალები, რომლებითაც კოლექცია ხასიათდება. ეს მაგალითად არის შავი ტყავის ხელთათმანი, რომელიც სიდიდის გამო იმიჯის შემადგენელი ნაწილი ხდება.



რუსაძემ მამაკაცის შემოდგომა-ზამთრის გარდერობისთვის პანჩოებიც შემოგვთავაზა, რომლებიც სხვადასხვა მასალებში წარმოადგინა.



კოლექციის მკვეთრი და გამოყოფილი ფერი მხოლოდ ლურჯია.



Eloshi Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ლელა ელოშვილის ახალი საშემოდგომო კოლექცია მკაცრი გეომეტრიული ხაზებით გამოირჩევა. მრავალშრიანი სამოსი კოსტიუმების, კომბინიზონების და ქვედაბოლოების სახითაა წარმოდგენილი.





კოლექცია სეზონისთვის დამახასიათებელ წვიმიან ამინდებს ითვალისწინებს და ორიგინალურ საწვიმრებსა და თავსაბურავებს გვთავაზობს. მათ თავისუფლად მოვირგებთ კაბის ან მოსაცმელის სახით.



ელოშის ახალი კოლექცია 2018 წლის ტრენდებს ეწ. "პლისირებული" ქსოვილით იმეორებს. მიმდინარე წლის ქუჩის სტილს მსგავსი "მოკეცილი" სტილის ქვედაბოლოები აქტიურად იპყრობს. ქართველი დიზაინერის კოელქციაში ის მაისურზეც გვხვდება და მძაფრი ფერებით გამოიხატება.



კოლექციას ნაზი ვარდისფერი ასრულებს, რომელიც თეთრი კაბით გვირგვინდება.