Matériel-ის კოლექციები MB FW-ზე

Published: 07/05/2018 Views: 238

MBFW Tbilisi Materiel by Aleksandre Akhalkatsishvili backstage by Vincent lappartient


მოდის სახლმა "მატერიამ" ლადო ბოკუჩავას და ალექსანდრე ახალკაციშვილის მიერ შექმნილი კოლექციები Mercedes Benz Fashion Week-ის ფარგლებში წარმოადგინა. აღსანიშნავია, რომ დიზაინერებმა ამ სეზონზე, კოლექციები საკუთარი სახელით, დამოუკიდებლადაც წარმოადგინეს. Matériel-სთვის შექმნილი კოლექციების ჩვენება ბრენდის ფაბრიკაში გაიმართა, დამოუკიდებელი კოლექციებისთვის კი ბოკუჩავამ მე-6 ექსპერიმენტალური სკოლა შეარჩია, ხოლო ახალკაციშვილმა Silk Factory-ში უმასპინძლა სტუმრებს.

Matériel ყველა სეზონზე ორი განსხვავებული კოლექციით წარსდგება, ახალგაზრდა დიზაინერები, რომლებიც ბრენდისთვის მუშაობენ სხვადასხვა ხედვის და სტილის მატარებლები არიან, ისევე როგორც მულტიდიზაინერული Matériel-ის მრავალრიცხოვანი კლიენტურა.

Matériel by Aleksander Akhalkatsishvili
Fall/Winter 2018

Mercedes-Benz Fashion Week

Matériel-ის კოლექციები MB FW-ზე
Matériel-სთვის ალექსანდრე ახალკაციშვილის მიერ შექმნილ ახალ კოლექციას გრძელი კაბები და პალტოები გამოარჩევს. წელში ქამრით გამოკვეთილი კაბები ვიწრო ფორმის მიუხედავად, სიარულისას ეფექტურად იშლება და არანაირ დისკომფორტს არ ქმნის. იმიჯი საქმიან ქალბატონებს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში ძალიან გამოადგებათ.





რაც შეეხება პალტოებს, ისინი ხალათის სტილისაა და საკმაოდ თბილია.



აღსანიშნავია შავის საინტერესო ტრანსფორმაცია.



დიზაინერმა კლასიკური გამჭვირვალე მაისური შემოგვთავაზა, რომლის სიგრძეც სხვადასხვა ვარიაციაში წარმოგვიდგინა.



Matériel by Lado Bokuchava
Fall/Winter 2018

Mercedes-Benz Fashion Week

ლადო ბოკუჩავას კოლექცია კი უფრო სიმსუბუქით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ ლადო ისეთ დეტალებს წარმოაჩენს, რომელსაც მოდის მიმდევარი საზოგადოება დიდი სიამოვნებით აიტაცებს. ამჯერად დიზაინერმა რგოლებზე ჩამოკიდებული ჩანთები და ქვედაბოლოს ნაკერის საინტერესო ინტერპრეტაცია წარმოგვიდგინა, რომელიც სიარულისას შთამბეჭდავად იშლება.





მომავალ სეზონზე ასიმეტრიული ფორმის ქვედაბოლოები და პალტოები უნდა მოვირგოთ.



"მატერიელი" საინტერესო პრინტების შემოთავაზებით ხასიათდება, მომავალი სეზონისთვის ლადომ ამ კუთხითაც ორიგინალურობას მიმართა.



ალექსანდრე ახალკაციშვილი
Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

რაც შეეხება ცალკეულ კოლექციებს, ალექსანდრემ მკაფიო პასტელური და ნათელი ფერები წარმოგვიდგინა.





აღსანიშნავია კოსტიუმებზე მკერდთან ამოჭრილი ორიგინალური დეტალი



ალექსანდრე ახალკაციშვილის ქალი მონოტონურ შარვალ-კოსტიუმში შემოსილი ქალბატონია, რომელიც oversize-ის შემთხვევაშიც კი საკმაოდ სექსუალური და მიმზიდველია.




მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ მთავარ ტრენდს ალექსანდრეც გვთავაზობს საკუთარი იტნერპრეტაციით



ლადო ბოკუჩავა

Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ლადო ბოკუჩავას ინდივიდუალური კოლექცია მძაფრი ფერების ერთმანეთთან შერწყმით გამოირჩევა, თუმცა დიზაინერის მთავარი შთაგონება მაინც მწვანე და წითელ ფერებში იხატება.





ლადომ ორიგინალური დიზაინით საკუთარ კოლექციაშიც გაგვანებივრა. ვხვდებით ქვედაბოლოებისა და დეკოლტის უჩვეულო ვარიაციებს.




თუ მზად ხართ გამოწვევებისთვის, მომავალ ცივ სეზონებზე დიზაინერის მიერ შემოთავაზებული საყელოებით ისარგებლეთ



მარცხნივ: ლადო ბოკუჩავა
მარჯვნივ: ალექსანდრე ახალკაციშვილი