Mercedes Benz FW: მესამე დღე

Published: 08/05/2018 Views: 295

Jaba Diasamidze backstage by Alexandre Gaudin


თბილისის MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეული მესამე და მეოთხე დღეს განსაკუთრებით დატვირთულია. 5 მაისს თამუნა ინგოროყვას, ტატო ორაგველიძის, ჯანაშიას, დიანა ქვარიანის, ალექსანდრე არუთინოვის და ჯაბა დიასამიძის კოლექციები ვიხილეთ.


MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მესამე დღის გამორჩეული კოლექციები


ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
EDITORIAL.GE




Ingorokva Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

თამუნა ინგოროყვას ახალი კოლექცია კვლავ თამამ, დამოუკიდებელ ქალბატონს წარმოგვიდგენს,რომელსაც მოტივადაც ქალის იდუმალი ფოტო გასდევს. ბრენდის მიერ დახატული მომავალი სეზონის იმიჯი საკმაოდ მშვიდი და გაწონასწორებულია, რომელსაც არაფერი აფერხებს.



ქართველმა დიზაინერმა საკუთარი პალტოებით უკვე ბევრის მოხიბვლა შეძლო და მის მიერ შექმნილი დიზაინი მოდის მიმდევრებს უკვე ძალიან უყვართ. ინგოროყვა გრძელ თავისუფალ სტილზე აკეთებს არჩევანს, რომელიც კლასიკურ სამოსს იდეალურად ეხამება.



კოლექცია ორიგინალური დიზაინის სამოსსაც წარმოგვიდგენს.



ინგოროყვა ტყავს კვლავ არ ღალატობს და მას ამჯერად ლურჯ და შავ ფერში წარმოგვიდგენს



ასევე კოლექციიდან ახალი ორიგინალური პრინტის გამოყოფა შეგვიძლია, რომელსაც დიზაინერი მაღალ ბოტფორდებს უხამებს.



Atelier Kikala Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

Atelier Kikala-ს ახალი კოელქცია მოდის კვირეულზე ტატო ორაგველიძემ წარმოადგინა. დიზაინერის კოლექციაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ ფართო "ჩაჩაჩული" სტილის შარვლები, რომელსაც მომავალ სეზონზე ტყავის ქურთუკები უნდა შევუხამოთ.



ოქროსფერის ტენდეციურობასთან ერთად, ქართული ბრენდის ახალ კოელქციაში ამ ტონალობის ეფექტური პრინტი გვხვდება.



კოლექციას შავის საინტერესო გადაწყვეტა აგვირგვინებს



Janashia Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ჯანაშიას ახალ საშემოდგომო კოლექციას ზაფხულის ლაითმოტივები გასდევს, თითქოს, სამოსის მატარებელი ქალბატონი მცხუნვარე მზის ქვეშ სასიამოვნოდ დასვენებული ქალბატონია, რომელიც მუშაობას ენერგიით სავსე განაგრძობს. სამოსი საოცარ ფერთა პალიტრაშია წარმოდგენილი, რომლის შეხედვისასაც აუცილებლად პოზიტიური განწყობა დაგეუფლებათ.



ქართველი დიზაინერი გულ-მკერდის ადგილას ორიგინალური ფორმის ჭრილებს გვთავაზობს



ახალი სეზონის კოლექციის შექმნისას, როგორც სჩანს, მასალებიდან დიზაინერი ფოჩებმა განსაკუთრებით შთააგონა. ეს ეფექტური დეტალი აუცილებლად ოქროსფერი ტონალობის უნდა იყოს.



წლის მთავარი ფერი - ულტრაიისფერი კოლექციაში სხვადასხვა სახით გვევლინება



Diana Kvariani Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

დიანა ქვარიანი მუდამ ქსოვილთა მრავალფეროვანი თამაშით გამოირჩევა. ერთ-ერთ მთავარ მასალად დიზაინერმა ბეწვი გამოიყენა, რომელიც კოლექციაში ფართო ასახვას ჰპოვებს.



აღსანიშნავია ხალათის სტილის მოსაცმელები, რომელსაც ბრენდი პალტოს ალტერნატივად გვთავაზობს.



დიზაინერი რთულ, ხაოიან ქსოვილებზე საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, კოლექციის თითოეული მოდელი დამუშავების და დიზაინის გადაწყვეტის წყალობით ხელოვნების ნიმუშს ემსგავსება.




Jaba Diasamidze Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

მესამე დღე ჯაბა დიასამიძემ გრანდიოზულად დახურა. Silk Factory-ში მისულ სტუმრებს უზარმაზარი დარბაზი შანელის საგამოფენო სივრცის მსგავსად დახვდათ მორთული. ქართველი დიზაინერის ფრანგული სტილის მიმართ სიყვარული როგორც შოუს დიზაინში, ისე კაბებში და თანმდევ მუსიკაში ვლინდება. ჯაბას მიერ დახვეწილად შემოსილ ქალბატონებს სწორედ ბოჰემური გარემო და ფრანგული მელოდიები უხდებათ. უკანასკნელი სეზონების მანძილზე დიზაინერი ქართველი მაყურებლის გაოცებას აგრძელებს და ყოველ შემდეგ კვირეულზე უფრო მეტ ადამიანს მასპინძლობს. ფერთა პალიტრა როგორც ყოველთვის შავ, წითელ და თეთრ ფერებს მოიცავდა. ჯაბა კლასიკას უფრო და უფრო ხვეწავს და მას აღმატებულ მდგომარეობაში წარმოგვიდგენს.



ჯაბა დიასამიძის ქალი ელეგანტური ქალბატონია, რომელიც უკვე მიღწეული წარმატებით ტკბება.



წინა ჩვენების მსგავსად, ჯაბა კვლავ გამოჩნდა შოუს მიმდინარეობისას და მოდელებზე საკუთარი შემოქმედების გასწორებას მონდომებულად შეუდგა. დიზაინერის ჩანაფიქრი საკუთარი ხელით შექმნილი ნიმუშების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში გამოიხატება. ის ყოველთვის იმ კაბების მიღმაა, რომლითაც ვიხიბლებით.



აღსანიშნავია, რომ შოუში თაკო ნაცვლიშვილმა ორი ეფექტური იმიჯით მოგვხიბლა.