NIKOLO BREGA ხის ხელნაკეთი სათვალეები

Published: 29/04/2018 Views: 341


N.B NIKOLO BREGA - ქართველი დიზაინერი, რომლის ხელნაკეთი ხის სათვალეები კაილი ჯენერმა და მრავალმა ქართველმა მოდის მიმდევარმა და ცნობილმა ადამიანმა მოირგო.


ნიკოლოზ ბრეგაძემ 2016 წლის ნოემბერში დაიწყო სათვალეების გაკეთება: "შევიმუშავე ტექნოლოგია თუ, როგორ დამემზადებინა სათვალე, რომელიც დააკმაყოფილებდა ხარისხის სტანდარტებს. სათვალე არის სრულად ხელნაკეთი, თითოეული დეტალი არის ხელით დამუშავებული. ჯერ ვამზადებ მხოლოდ ხის სათვალეებს, ვიყენებ კაკლის ერთ-ერთ ჯიშს, ასევე შეკვეთის შემთხვევაში სხვადასხვა ხისგან არის შესაძლებელი დამზადება. მაქვს ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა საღებავი, შუშა კი უმაღალესი ხარისხის. საყურეზე ყველა ჩემ სათვალეს ვერცხლზე აწერია N.B (NIKOLO BREGA). "





NIKOLO BREGA-ს პროდუქციის ყიდვა შესაძლებელია ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდზე. სათვალის ფასი 250 დან 300 ლარამდე მერყეობს. ნიკოლო ასევე ამზადებს ხის საათებს, მექანიკურ და ელექტრო მექანიზმზე.

www.facebook.com/NikoloBrega
www.instagram.com/nikolobrega


პროდუქცია აქტიურად იყიდება საქართველოში და ამერიკაში, რაც მას შემდეგ გაიზარდა, რაც მისი სათვალე კაილი ჯენერმა მოირგო, ასევე ხშირად იღებს შეკვეთებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.