Cécile FW 2018

Published: 07/05/2018 Views: 135


fashion contest BENEXT-ის მონაწილე, ახალგაზრდა დიზაინერმა Cécile საკუთარი კოლექცია Mercedes Benz მოდის კვირეულზე შოურუმში წარადგინა. FW 18 ახალი კოლექციის ინსპირაცია სირიის ომია, სადაც ბრენდის კრეატიული დიზაინერის ახლო მეგობარი გარდაიცვალა. პროფესიიდან გამომდინარე ეს არის ხმა და პროტესტი დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციისადმი. დიზაინერი ამბობს, რომ ყოველ დეტალს კოლექციაში თავისი შექმნის ისტორია აქვს. სკეჩები სესილიმ მილანში გაამზადა, შეარჩია ექსკლუზიური იტალიური ნაჭრები და კოლექცია თბილისის ატელიეში შეიქმნა.

Cécile FW 2018/2019
ფოტოგრაფი: Leko Studio
MUA: ანა თოდუა
მოდელები: იოჰან კოილი, ნინა ფოცხიშვილი