ბელა ჰადიდი და The Weeknd კოცნისას დააფიქსირეს

Published: 11/05/2018 Views: 974
ბელა ჰადიდი და The Weeknd კოცნისას დააფიქსირეს


ბელა ჰადიდი კანის კინოფესტივალს უკვე მესამე წელია რაც სტუმრობს. სუპერმოდელი Met Gala-ს შემდეგ, პირდაპირ საფრანგეთის ლაჟვარდოვანი სანაპიროსკენ - კანში გაემართა და დიზაინერ ალექსანდრ ვანგთან (Alexander Wang) ერთად "მაგნუმის" პრეს-კონფერენციას დაესწრო.



21 წლის ბელა ნაყინის ბრენდის სახეა. ღონისძიებაზე მან გულშემატკივრების კითხვებს უპასუხა და პრესისთვის იპოზიორა. ჯიჯის უმცროსმა დამ Alexander Wang-ის თეთრ სადა კაბაზე გააკეთა არჩევანი. ლაკონურ იმიჯს ამავე ფერის ფეხსაცმელები შეუხამა. ბელას მაღლა აწეული თმა ძალიან უყვარს და ამჯერადაც ამგვარ ვარცხნილობას მიმართა. ვიზაჟისტმა კი გოგონას Nude მაკიაჟი გაუკეთა: მსუბუქი ხორცისფერი პურდრა, მოცულობითი წამწამები და ბუნებრივი ტონალობის ტუჩსაცხი.



საღამოს, პრეზენტაციის ფარგლებში ბრენდმა VIP წვეულება მოაწყო, სადაც ბელა მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, რომელსაც ასევე აბელ ტესფაი, ანუ The Weeknd ესწრებოდა და ბელას მიუახლოვდა. სუპერმოდელმა ყოფილი შეყვარებული გულთბილად მიიღო, ჩაეხუტა, ესაუბრა და ბოლოს პაპარაცებმა მათი კოცნაც დააფიქსირეს, ყოფილმა წყვილმა წვეულება ერთად დატოვა. შეგახსენებთ ცოტა ხნის წინ ჯიჯი და ზეინმაც განაცხადეს მათი დაშორების შესახებ, თუმცა, ბელას მსგავსად პაპარაცებმა ამ წყვილის კოცნაც დააფიქსირეს, რასაც მათი შერიგება მაინც არ მოყვა. აბელი კი ცნობილია სელენა გომეზთან დაშორების შემდეგ აქტიურად ცდილობს ბელასთან გადაკვეთას. ვნახოთ როგორ განვითარდება სუპერმოდელი დების ურთიერთობა ყოფილებთან.