Mercedes Benz FW: მეხუთე დღე

Published: 12/05/2018 Views: 350

Bessarion backstage by Aleksey Dubrovskiy


თბილისის MERCEDES BENZ-ის მოდის კვირეულის დასკვნითმა მეხუთე დღემ ნაკლებად დატვირთულად, თუმცა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. 7 მაისს კოლექციები თიკო პაქსაშვილმა, თაკო მექვაბიძემ, სალომე ღვინიაშვილმა და ბესარიონმა წარმოადგინეს.

MERCEDES BENZ FASHION WEEK FW 2018
მეხუთე დღის კოლექციები


ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
EDITORIAL.GE



Tiko Paksa by Vincent Lappartient


Tiko Paksa Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ბრენდის კოლექციიდან ყველაზე დასამახსოვრებელი და თვალისმომჭრელი ორიგინალური სტილის მოსაცმელებია, რომლებიც ქვედაბოლოებთან მორგებისას კაბის საოცარ ეფექტს ქმნის.



ამ მხრივ დიზაინერი ფერებში არ გვზღუდავს და მომავალი სეზონისთვის მიმზიდველ პალტოებს თბილ ტონალობებში წარმოგვიდგენს.



აღსანიშნავია ბრენდის მიერ წარმოდგენილი შარვალ-კოსტიუმები, რომლებიც Oversize-ია.



Tiko Paksa-ს ინდივიდუალურ სტილს და ხელწერას ერთი განსაკუთრებული დეტალი წარმოადგენს, რომელიც კერვის ოსტატობას ეხება. მრავალშრიანი სამოსი ამავე ქსოვილით დამზადებული ზოლებით ფორმდება.



კოლექციას შავ-თეთრის დახვეწილი გადანაწილება ასრულებს.



Tako Mekvabidze Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

თაკო მექვაბიძე მსოფლიო ტრენდების კვალდაკვალ ბრჭყვიალა სამოსმა შთააგონა, რომელსაც საკუთარ ახალ კოლექციაში მასალების განსხვავებული ფორმირებით წარმოგვიდგენს. ბრჭყვიალა ქსოვილთან ერთად, ის გასაფორმებელ მასალებსაც იყენებს, რომლებიც ერთიანობაში მბზინვარების ეფექტს იძენს.

Mercedes Benz FW:  მეხუთე დღე


ქართველი დიზაინერი ახალი სეზონის იმიჯს მაღალყელიანი ჩექმებით წარმოგვიდგენს.



ყვითელი ფერი საშემოდგომო კოლექციის ერთ-ერთი წამყვანი ფერია.



Salome Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

სალომე ღვინიაშვილმა კი შედარებით "მუქი ფერის შემოდგომა-ზამთარი" დაგვიხატა, რომელიც განწყობაზე საერთოდ არ ახდენს გავლენას, რადგანაც სამოსის თითოეულ დეტალს დახვეწილობა და მდიდრულობა ეტყობა. დიზაინერმა ფოჩები, მაქმანები და ფუშფუშა ქსოვილები ფართოდ გამოიყენა და სამოსს ორიგინალური და გამომხატველი იერი ამით შესძინა.



შავის გასაფორმებლად კოლექციაში ოქროსფრის გარდა, მხოლოდ კაშკაშა ვარდისფერი და მწვანე გვხვდება.



Bessarion Fall/Winter 2018
Mercedes-Benz Fashion Week

ბესარიონის ახალი კოლექცია აბრეშუმის ქსოვილებს ფართოდ მოიცავს და ქუდებისა და ვუალის დამატებით ერთგვარ ფრანგულ chic-ს ითავისებს. საყვარელი შავი ფერი ქართველმა დიზაინერმა შიგადაშიგ კაშკაშა ფერებით და ქალური აქსესუარებით გააფორმა. ბესარიონის შემოთავაზებით, შემოდგომას ნეონის ცისფერ ფერებში უნდა შევხვდეთ. ერთ-ერთი მთავარ ტრენდად კოსტიუმები ფართო მხრებით გამოიკვეთა.