Liza Kiladzé Jewelry

Published: 15/05/2018 Views: 601


უძველესი ცივილიზაციების კულტურით შთაგონებული ქართველი იუველირი გოგონა პარიზიდან, SITUATIONIST და პირადი ბრენდისთვის შექმნილი კოლექციით მერსედეს ბენცის მოდის კვირეულზე წარსდგა.

სამკაულების დიზაინერმა ლიზა კილაძემ მისი ნამუშევრები თბილისის Mercedes-Benz Fashion Week-ის შოურუმში წარმოადგინა. გასულ ნოემბერს კი ბრენდ SITUATIONIST-თან კოლაბორაციის შედეგად მიიღო მონაწილეობა MBFW-ზე.

პარიზში სწავლასთან პარალელურად მუშაობს სამკაულების დიზაინსა და პირადი ბრენდის კონცეპტზე. ამბობს, რომ იუველირია მისთვის ხელოვნებისა და დიზაინის ერთობაა. ცდილობს შექმნას ძლიერი აურისა და ხასიათის მატარებელი არასტანდარტული სამკაული, შთაგონებული უძველესი ცივილიზაციების მიერ შექმნილი სამკაულებით, მითოლოგიითა თუ Modern Art-ით.



SITUATIONIST ft Liza KILADZÉ at MBFW SS18 Backstage by Joe Harper


ლიზამ სორბონის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნებისა და ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა, ამჯერად კი Fashion and Luxury management მასტერს ამზადებს პარიზში, BoF (Business of Fashion)-ის მიერ დასახელებულ მოდის მენეჯმენტის ნომერ პირველ Institut Français de la mode (IFM) უნივერსიტეტში.



ლიზა თავისივე სამკაულით


ლიზა კილაძის სამკაულები აზრა კოჰენის წიგნის მიხედვით რეიტინგულ თურქულ სერიალ Fi-ში იქნა წარმოჩენილი,
სადაც ის მსახიობმა სერენაია სარიქაიამ მოირგო იუველირი კვლავ აგრძელებს მუშაობას თურქეთში. ამჟამად მუშაობს ორ ძალიან საინტერესო კინოპროექტზე სტამბულში, მათგან ერთ-ერთი Netflix-ის მრავალ სერიანი პროექტია.



სერენაია სარიქაია ლიზა კილაძის სამკაულით



Liza Kiladze
New Collection: Japanese line

by LOUISA
model: სოფა ნოზაძე
MUA: ანა თოდუა



by Corentin Darré
model: @telunesirene
make up: @schivarlanoia





instagram @lizakiladze.jewelry
SHOP at : buyers.ge