ფრანკენშტეინის კაბა : 2018 წლის ყველაზე საშიში ტრენდი

Published: 15/05/2018 Views: 552
ფრანკენშტეინის კაბა : 2018 წლის ყველაზე საშიში ტრენდი


ფრანკენშტეინის კაბას საშიშს უწოდებენ, რადგან ის სხვადასხვა კაბების ფრაგმენტებისგანაა აწყობილი, რომელთა ერთად წარმოდგენაც რთულია. ამ სახელისკენ მოდის რედაქტორებს მერი შელის რომანის გმირმა უბიძგა - ადამიანის მსგავსებამ გარდაცვლილი სხეულებისგან. თუ ლიტერატურაში გაცოცხლებული არსებები ურჩხულებად ითვლებიან, პოდიუმზე ყველაფერი მდიდრულია: ორი სამოსისგან შეკერილ კაბაზე მოდის მიმდევრებში უდიდესი მოთხოვნა ფიქსირდება.


Marni, შემოდგომა 2018

ამ მოდელს ბევრგან შეხვდებით, Alexander Mcqueen-ის კოლექციაში, სადაც შავი ტყავი მწვანეს ეხამება, Marni-სთან, სადაც ერთ კაბაში ორი ორნამენტი სიურეალისტურადაა გაერთიანებული, იაპონურ ბრენდ Sacai-სთან.... უკანასკნელმა ფრანკენშტაინის მეთოდი საკუთარ მწვერვალად აქცია: ახალ კოლექციაში ტრენდს მხოლოდ კაბებზე კი არა, პერანგებსა და ზედა სამოსზე შეხვდებით.


Marine Serre, შემოდგომა/ზამთარი 2018


Alexander McQueen, შემოდგომა/ზამთარი 2018


Sacai, შემოდგომა/ზამთარი 2018


ტრენდი სრული თავდაჯერებით შეგიძლიათ ატაროთ, მაშინაც კი თუ გარშემომყოფებისგან გაკვირვებულ მზერას იგრძნობთ. რაც უფრო კონტრასტულია ქსოვილი და კაბის ფერი, მით უკეთესი. ერთ-ერთ საუკეთესო მოდელად შესაძლოა Off-White-ის კაბა ჩავთვალოთ - მისი ერთი ნაწილი გველის ტყავისგან, მეორე კი ცისფერი აბრეშუმისგანაა დამზადებული.


Off-White, შემოდგომა-ზამთარი 2018


Balenciaga, შემოდგომა-ზამთარი 2018


Monse, შემოდგომა-ზამთარი 2018