რომი სტრიჯი საყვარელი კოსმეტიკის, ვარჯიშის და კარიერის შესახებ

Published: 21/05/2018 Views: 501
რომი სტრიჯი საყვარელი კოსმეტიკის, ვარჯიშის და კარიერის შესახებ


რომი სტრიჯი 14 წლის იყო, როცა ამსტერდამში დედასთან ერთად შოპინგისას, სამოდელო სააგენტოს სკაუტმა შენიშნა. მაგრამ, მორცხვი თინეიჯერი გოგონა სამოდელო ბიზნესში მოხვედრის პერსპექტივით არ დაინტერესებულა. 1 წლის შემდეგ კი რომიმ გადაიფიქრა. "უფრო მეტი გავიგე ამ ინდუსტრიის შესახებ და ვიფიქრე: "რატომაც არა?".

საკუთარ პირველ სეზონზე, რომი Jil Sander,-ის Prada-ს, Burberry-ის და Louis Vuitton-ის ჩვენებებზე გამოვიდა. შემდეგ გადაიღეს Alexander McQueen-ის, Donna Karan-ის და სხვა ბრენდების სარეკლამო კამპანიებში; მონაწილეობა მიიღო Victoria’s Secret-ის შოუში და ინსტაგრამზე მილიონობით გამომწერი შეაგროვა.



ჩემი კარიერის მწვერვალი - როცა პირველ მოდის კვირეულს ვიხსენებ, ვაანალიზებ, რომ მაშინ ამ მოვლენის მნიშვნელობა არ მესმოდა. Louis Vuitton-ის და Prada-ს დეფილეებში ვიღებდი მონაწილეობას და არ ვნერვიულობდი, რადგანაც არ ვიცოდი რომ უნდა მენერვიულა. გამომივიდა. როგორც კი პოდიუმზე სიარულს იწყებ, უბრალოდ ფოკუსირებას მის ბოლოში ახდენ და სხვა დანარჩენი მნიშვნელობას კარგავს.



მომწონს პოდიუმზე საკუთარი ინდივიდუალურობის გამოხატვა - და Victoria’s Secret-ის ჩვენება ამისთვის საუცხოოდ გამოდგება. ასევე Balmain, სადაც ძლიერი ქალბატონები გახვევია გარს: ნატალია ვოდიანოვა, ნატაშა პოლი... ბრენდის კრეატიული დირექტორი, ოლივიე რუსტანი კი გეხმარება გააკეთო ის რაც გსურს. მომწონს როცა პოდიუმზე პოზიტიურ განწყობას ვამჟღავნებ. გაღიმება ძალიან კარგია.



VICTORIA’S SECRET-დან ყველაზე მეტად გართობა ტეილორ ჰილთან და ჟასმინ ტუკთან მიყვარს. ჩვენ ერთდროულად გავხდით "ანგელოზები", ამიტომაც დავახლოვდით.



სპორტული აქტივობები ადვილად გამომდის. თუ მხოლოდ 20 წუთი მაქვს, დაჯდომა-ახტომას, სახტუნაოზე ხტომებს, პრესის ვარჯიშებს და ცოტაოდენ გაწელვას ვასწრებ.

მიყვარს მრავალფეროვნება, სხვაგვარად ვიწყენ. არ მომწონს კარდიოვარჯიშები, მაგრამ დაკუნთული დუნდულები ტრენაჟორზე 25 წუთი ვარჯიშის შედეგია. მომწონს ძელთან ვარჯიშები, პილატესი კი გაწელვისთვის საუკეთესოა.



ვარჯიშისთვის პოზიტიური, დამმუხტავი მუსიკა აარჩიეთ. ჩემი ფავორიტი ბიონსე და რიანაა. ძალისმიერ ვარჯიშებს ჰაუსის ქვეშ ვასრულებ, ის ენერგიით მავსებს.



კოსმეტიკაში ექსპერიმენტები მიყვარს - ახლა Estée Lauder-ის პუდრას ვიყენებ. ლოყებისთვის Chanel-ის ჰაილაითერს. წარბებისთვის Benefit-ის ფანქარს, ტუჩებისთვის კი Charlotte Tilbury-ის ფანქარს და Fenty-ის ბლესკს.



როცა ნიუ-იორკში ჩავედი, ინგლისურად საშინლად ვსაუბრობდი. გოგონებთან მუშაობის დაწყებისას კი ძალიან სწრაფად ვისწავლე. ტეილორ ჰილი ხშირად ამბობს "ვიმოქმედო მოვლენების შესაბამისად". მას არ უყვარს დაგეგმვა და ურჩევნია მომხდარს თვალყური ადევნოს. ეს დამოკიდებულება მისგან მეც გადავიღე.



მოდელს ქუჩის სტილის ძალიან გამორჩეული და ინდივიდუალური აქვს.