შემოდგომა-ზამთრის 5 ტრენდი ქართველი დიზაინერებისგან

Published: 23/05/2018 Views: 448
შემოდგომა-ზამთრის 5 ტრენდი ქართველი დიზაინერებისგან


რა უნდა ვატაროთ მომავალ
შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?


Mercedes Benz FW2018

თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის მორიგმა სეზონმა წარმატებით ჩაიარა. ქართველმა დიზაინერებმა საზოგადოებას საკუთარი ახალი კოლექციები წარუდგინეს, რომლებიც მომავალი შემოდგომა-ზამთრის ჰიტი უნდა გახდეს. აღსანიშნავია, რომ მოდის კვირეულზე დამსწრე უცხოელ სტუმართა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. ზოგიერთი კრიტიკოსი თუ ფოტოგრაფი უკვე რამდენიმე სეზონია რაც ჩამოდის და ყოველ ჯერზე უფრო მეტად კმაყოფილი მიემართება შინ. ქართული ბრენდების შესახებ აქტიურად იწერება მსოფლიო პრესაში, საერთაშორისო ჟურნალისტები რამდენიმე ფავორიტსაც გამოყოფენ. ვნახოთ რას გვთავაზობენ ქართველი დიზაინერები ცივი სეზონისთვის და რა ითვლება წელს მოდად:

ჟურნალისტი: ანი მესხიშვილი
EDITORIAL.GE



photo credit lekolevani

1 შარვალ-კოსტიუმი

ბოლო წლების განმავლობაში, მოდა უნისექსის იმიჯს უფრო და უფრო მეტად ეხმიანება. გენდერს შორის გარდერობის სხვაობა ნელ-ნელა იშლება და როგორც ქალები, ისე მამაკაცები ირგებენ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა სამოსს თუ აქსესუარებს. აღიარებული ფაქტია, რომ ქალები მამაკაცის სამოსში განსაკუთრებულ სექსუალურობას იძენენ, თუმცა ამ ტრენდს უფრო ფართო ახსნა აქვს, კერძოდ კი - თავისუფლება.

ქართველმა დიზაინერებმა შარვალ-კოსტიუმი საკუთარ მოდელს პირადი ინსპირაციით მოარგეს. ის შეიძლება ვატაროთ თეთრეულისა თუ მაისურის გარეშე, ასევე მივმართოთ oversize-ს. რაც მთავარია, ისინი ერთ ტონალობაში უნდა გადაწყდეს.

George Keburia

Avtandil

Situationist

Tamuna Ingorokva

Aleksandre Akhalkacishvili

Dalood

Tiko Paksa

Tako Mekvabidze




2 გრძელი პალტო

პალტო საშემოდგომო-ზამთრის სეზონის ერთ-ერთი მოდური must-have-ია. აღსანიშნავია, რომ ქართველი დიზაინერების კოლექციები ერთხმად უჭერს მხარს მაქსიმალურად გრძელ პალტოს, რომელსაც ბრენდები სხვადასხვა, მათ შორის ღია ფერებში წარმოგვიდგენენ. ევროპისა და ამერიკის ქუჩებში, მოდის მიმდევრები აქტიურად ატარებენ მოდურ საწვიმრებს, რომელიც ინდუსტრიაში ფართო განვითარებას ჰპოვებს. ზოგიერთი პალტო მართლაც საწვიმრის სტილს მოგაგონებთ.

Atelier Kikala

Lalo

Eloshi

Anouki

Tamuna Ingorokva

datuna Sulikashvili

Liya

Aleksandre Akhalkacishvili

matriel by lado bokuchava

matriel by Aleksandre Akhalkacishvili



3 ნაქსოვი

2018 წლის ერთ-ერთი წამყვანი ტრენდი მოქსოვილი სამოსია, რომელიც ბებიებთან ასოცირდება. ბავშვობის ნოსტალგია წამყვანი ქალაქების პოდიუმებზე კლასიკური სახით იწყებს გაელვებას. ჯემპერებიდან დაწყებული პალტოებით დამთავრებული, ქართველი დიზაინერებისგან ბევრ ინსპირაციას მიიღებთ. მაგალითად, ლია გოგლიძემ მხოლოდ მოქსოვილი მხრები შემოგვთავაზა, რომელიც სამოსს ორგანულად ეხამება.

Lalo

Datuna Sulikashvili

Liya

Dalood

Blikvanger

Situationist

Lako Bukia



4 ასიმეტრიული კაბები

Pencil კაბების და პლისირებული ქვედაბოლოების კვალდაკვალ, მოდური გოგონები ასიმეტრიულ კაბებს ირგებენ. ამ დროს სტილისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექცევა, რადგანაც სიარულისას ქალბატონები შებოჭილობის განცდის მაგივრად ჰაეროვანი მოძრაობის შთაბეჭდილებას ტოვებენ. ეს იმიჯი საკუთარი მრავალფეროვანი გამოვლინებით უნივერსალური ხდება, რადგანაც ყოველი კუთხიდან თუ მოძრაობისას განსხვავებულ ეფექტს იძენს.

Tiko Paksa

Blikvanger

materiel by lado bokuchava

materiel by Aleksandre Akhalkacishvili

Anouki

Djaba Diasamidze

Situationist



5 დუტის ქურთუკები

პალტოებთან ერთად, საზამთრო გარდერობში დუტის ქურთუკები ეფექტურად მკვირდება. oversize და უფორმო ქურთუკები გრძელ პალტოებს ელეგანტურობაში არ ეჯიბრება. მას თავისი ნიშა აქვს - კერძოდ კი ქუჩის თავისუფალი სტილი, რომელიც ხშირად თვითგამოხატვის საშუალებად იქცევა. ქართველმა დიზაინერებმა ტრენდი საკმაოდ მრავალფეროვანი სტილით წარმოგვიდგინეს.

George Shagashvili

Blikvanger

Diana Kvariani

Tako Mekvabidze