სეზონის ტრენდი: ბუმბულები

Published: 28/05/2018 Views: 331
სეზონის ტრენდი: ბუმბულები


ამ ზაფხულზე ბუმბულიანი დეკორი გარდერობში არამხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულს, არამედ მოდურ ორიენტირს გამოხატავს.



აღსანიშნავია, რომ ტრენდმა 2018 წლის კოლექციები სრულად მოიცვა. დიზაინერები ქალბატონებს თავდაჯერებულობის და სიმსუბუქის განცდას სთავაზობენ.


Attico-ის დიზაინერი ჯილდა ამბროსიო Nina Ricci-ის ჟაკეტით, პარიზი 2018

ბუმბულიანი სამოსი ბევრ მიმზიდველ ეპოქას აერთიანებს: ჯაზს, 1920 წლის შავ-თეთრ ფილმებს, ჰოლივუდის ოქროს საუკუნეს, გეთსბის სიყვარულის ისტორიას, კაბარეს "მულენ რუჟი".....


Marques'Almeida, Maison Margiela

პოდიუმზე გამოსული მოდელები პარიზის ქუჩის სტილის გმირებად იქცნენ. ბუმბულებით თითქოს უფრო მეტ თავისუფალ და ჰაეროვან იმიჯს ქმნიან.


Ann Demeulemeester, Nina Ricci

ბუმბულები მთელ ქსოვილს არ ფარავენ, ისინი დელიკატურად წარმოაჩენენ თავს: განყენებული დეტალებით ან დეკორის ელემენტებით.


CÉline, № 21

დავარქვათ მას "არსებობის სიმსუბუქე"


კაბა Nina Ricci; ქვედაბოლო Proenza Schouler; ტოპი № 21; კაბა Alberta Ferretti

ბუმბულები თბილისის მოდის კვირეულებზეც გამოჩნდა: ქართველმა დიზაინერებმა ტრენდი ეფექტურად აითვისეს და საკუთარი ვარიანტები შემოგვთავაზეს:

Ani Datukishvili, Datuna Sulikashvili

Lalo

Vaska

Salome