რითი დაგვამახსოვრდება Louis Vuitton-ის 2019 წლის საკრუიზო კოლექცია

Published: 29/05/2018 Views: 357
რითი დაგვამახსოვრდება Louis Vuitton-ის 2019 წლის საკრუიზო კოლექცია

ნიკოლა ჟასკიერმა ცნობილი ფრანგული ბრენდის ახალი კოლექცია წარადგინა. ოქროსფერი ბოტფორდები, ბუმბულები და ფუტურისტიკა - გარდერობი მომავლიდან.

Louis Vuitton
Cruise 2019




მონაკოს, კალიფორნიული პალმ-სპრინგსის, ბრაზილიისა და იაპონიის ჩვენებების კვალდაკვალ, Louis Vuitton-მა ნიკოლა ჟასკიერის ხელმძღვანელობით საფრანგეთის პატარა ქალაქში, სენ-პოლ-დე-ვანსში გასწია, რათა საკრუიზო კოლექცია წარედგინა. მოდური შოუს ჩატარების ადგილად თანამედროვე ხელოვნების სამხატვრო ფონდი შეირჩა. ნიკოლა არც ამჯერად შემცდარა: თანამედროვე არქიტექტურის შედევრი ხმელთაშუაზღვის ხედს ჰარმონიულად შეერწყა და კრუიზზეც ეფექტურად მიგვანიშნა.



ფრანგი დიზაინერი საკუთარ შემოქმედებაში საყვარელი თემის, რეტროფუტურიზმის პროვოცირებას განაგრძობს: მკაცრი ნაცრისფერი კუბოკრული, პლისირება, აქცენტი მხრებზე, მეტალის ფაქტურა და 60-იანებისა და 80-იანების გაერთიანება... აქსესუარები, რომლებზეც ცხოველებია გამოსახული, მომავალ სეზონებზე ინსტაგრამის უდაო ლიდერი გახდება. იდეა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ილუსტრატორს, რედაქტორსა და კრეატიულ დირექტორს, გრეის კოდინგტონს ეკუთვნის: "ცხოველების თემა მე და ნიკოლას დიდი ხანია რაც გვაერთიანებს".



კოლექცია სრულიად ინოვაციური და ფუტურისტული ბოტფორდებითაც დაგვამახსოვრდება


ჯენიფერ კონელი, ლეა საიდუ და ემა სტოუნი ჩვენებაზე


Louis Vuitton resort 2019