რა ჩავიცვათ მუსიკალურ ფესტივალებზე

Published: 31/05/2018 Views: 476
რა ჩავიცვათ მუსიკალურ ფესტივალებზე


თუ სერიოზულად მივიღებთ ფრაზას "ზაფხული მოკლეა", მაშინ არცერთი დღე არ უნდა გამოვტოვოთ. მითუმეტეს, ახლა მუსიკალური ფესტივალების სეზონი დგება. გარკვეული სახის დრესკოდი კი ყველგან საჭიროა. წარმოგიდგენთ 6 მაგალითსა და იდეას საზაფხულო წვეულებებისთვის.




ბოჰემური

ეს პრაქტიკულად მუსიკალური ფესტივალის სინონიმია. ბოჰემური სტილი პირველია რაც თავში საცეკვაო ლუქთან დაკავშირებით მოგვდის, მითუმეტეს კაშკაშა მზეზე. წარმატებული იმიჯის ფორმულა მარტივია: მსუბუქი კაბა ყვავილოვანი პრინტით, მოკლე ჩექმები და აუცილებლად კოვბოის ქუდი!


კაბა, Zimmerman; ქუდი, Maison Michel; საყურეები, Moonka Studio; ჩანთა, Chloe, ფეხსაცმელები, NEXT

საცეკვაო სცენის ვარსკვლავი

ფესტივალის იმიჯი მოდური და მოხერხებული ერთდროულად უნდა იყოს. ამაშინ რთულად შექმნილი სამოსი და ორიგინალური აქსესუარები დაგეხმარებათ. მაგალითად ქვედაბოლო, რომელიც მამაკაცის პერანგს გვაგონებს ან სანდლები მრგვალ ქუსლზე. იდუმალი გოგონას იმიჯს ვიწრო სათვალეები ასრულებს/


ტოპი, Patrizia Pepe; ქვედაბოლო, Sacai; სათვალე, Le Specs; ჩანთა, NEXT; ფეხსაცმელი, JACQUEMUS

ATHLEISURE

იდეა მათთვის, ვისაც ერთ იმიჯში სეზონის ყველა ტრენდების შეხამება უყვარს. ჩაიცვით ჯინსი თავიდან ბოლომდე. იმიჯი უხეში ბათინკებით დაასრულეთ, აქსესუარების სახით კი კეპი ან წელის ჩანთა გამოიყენეთ - ნათელი, მოდური და ახალგაზრდული.


პერანგი, Valentino; შორტები Levi`s; ბათინკები, Marc Cain; კეპი, Rag & Bone; ჩანთა, Gucci.

სუპერმოდელის იმიჯი

ალესანდრა ამბროსიო, კენდალ ჯენერი, ბელა ჰადიდი - Coachella-ს ხშირი სტუმრები არიან. მათ ზუსტად იციან თუ რა არის ფესტივალზე საჭირო - პირველ რიგში პრაქტიკული ნივთები. მიიღეთ მაგალითი პლანეტის ყველაზე ლამაზი გოგონებისგან და არჩევანი გააკეთეთ მოკლე ჯინსის შორტებზე, ფოჩებზე და მოკლე ჩექმებზე.


შორტი და თავსაბურავი, Levi`s; ჩანთა, Miu Miu; კეპი, NEXT, ჩექმები, Coach x Keith Haring

ვესტერნის ჟანრი

თეთრი მაისური, A სილუეტის ქვედაბოლო, აპლიკაციებით მორთვა, ჩექმები... - ინდიანა ჯონსი ნამდვილად მოიხიბლებოდა ვესტერნის სტილის იმიჯით.


ტოპი, Elisabetta Franchi; ფეხსაცმელები, Coach x Keith Haring, ქვედაბოლო, Coach; ჩანთა, NEXT; აქსესუარი, Uno de 50.

რომანსის გმირი

თუ გსურთ რომ სიმღერა მოგიძღვნან, ფესტივალზე მაქსიმალური ეფექტით უნდა გამოჩნდეთ: დაარღვიეთ სტერეოტიპები და აირჩიეთ ქალური, ელეგანტური ლუქი: ჯინსის კომბინიზონი, ხორცისფერი ფეხსაცმელები, ძალიან პატარა, მაგრამ ორიგინალური ჩანთა და საყურეები, რომლებიც არტ ნივთს ჰგავს.


კომბინიზონი, SEA; ფეხსაცმელი, Cult Gaia; საყურეები, Paola Vilas; ჩანთა, Serpui.