Beach Robes - საზღვაო სამოსი

Published: 11/06/2018 Views: 3 098


BEACH ROBES
საზღვაო სამოსი უნიკალური ქალბატონებისთვის


რა არის ის, რაც ცხელ საზაფხულო სეზონზე ქალბატონებს ყველაზე მეტად სჭირდებათ?

საუკეთესო ამინდი, საცურაო კოსტუმი და რა თქმა უნდა, განსხვავებული და ხარისხიანი საზღვაო ხალათი, რომელიც ქალბატონის უნიკალურ სტილს წარმოაჩენს.
Beach Robes არის ბრენდი, რომელიც თქვენთვის სასურველ და საჭირო სამოსს გთავაზობთ. პრემიალური ქართული ბრენდი 2017 წელს სალომე მღვდელაძემ და სალომე ვიბლიანმა ჩამოაყალიბეს. როგორც თავად ამბობენ, საერთო საქმის გაკეთების იდეა მათ ბავშვობიდანვე დაისახეს:

„ბავშვობიდან გვინდოდა საერთო საქმე გვეკეთებინა. შარშან ზაფხულს ზღვაზე დასასვენებლად წასვლამდე გაჩნდა იდეა შეგვექმნა საცურაო კოსტუმებზე მოსაცმელი ხალათები, რომლებიც იქნებოდა განსხვავებული, ფერადი, ჰაეროვანი, ლამაზი და რაც მთავარია, ხარისხიანი. ძალიან დიდი სიმპათია დაიმსახურეს ხალათებმა ჩვენს გარშემომყოფებში, რამაც კიდევ უფრო დიდი სტიმული მოგვცა ჩაგვედო მთელი ძალისხმევა ამ საქმეში.“





Beach Robes-ის ხალათები ბრენდის დაარსებიდან მოკლე დროში ცნობილმა ადამიანებმაც მოირგეს და მათ ერთგულ მომხმარებლებად დარჩნენ. ბრენდს საზღვაო ხალათების გარდა, სახლის ხალათებს, არამარტო ქალბატონებისთვის, არამედ ბავშვებისთვის და მამაკაცებისთვისაც ქმნის. ასევე, იქმნება ლიმიტირებული მოდელებიც. ბრენდის მიზანია ინდივიდუალურობის მოყვარულ ქალბატონებს მათთვის სასურველი მოდელი შეურჩიონ და კოლექცია მრავალფეროვანი იყოს სხვადასხვა გემოვნების მქონე ქალბატონებისთვის.

კოლექციაზე საუბრისას ბრენდის შემქმნელები, აღნიშნავენ, რომ ქართველ მომხმარებლებს, ძირითადად ერთი საერთო სურვილი აქვთ, ჰქონდეთ შავი ფერის მოსაცმელი.

„იმის გათვალისწინებით, რომ შავი უფრო მოთხოვნადი ფერია საქართველოში, გვაქვს სხვადასხვა სტილის შავი ხალათი. თუმცა, ამ კონკრეტული ფერის გარდა სულ ვცდილობთ შევარჩიოთ ტრენდული და ნათელი ფერები. მაგალითად, ამ კოლექციაში გამოყენებული გვაქვს: მალინისფერი, სტაფილოსფერი, წითელი, თეთრი და მწვანე ფერები.“





ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი სამოსი აბრეშუმის ფრიალა ხალათია, რომელიც ამ სეზონზე ორი ფერით განახლდა.
სახლის სამოსში კი მომხმარებელები ბარხატის კლასიკურ ხალათს ანიჭებენ უპირატესობას. ხალათები იკერება საქართველოში, თბილისში, მათი შეკვეთა კი ონლაინ რეჟიმში არის შესაძლებელი.

„ამ ეტაპზე არ გვაქვს მაღაზია. თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, შეკვეთებს ვიღებთ ინტერნეტის საშუალებით (Facebook, Instagram, Viber, Whatsapp). შეკვეთისთვის მომხმარებელმა უნდა მოგვწეროს სიმაღლე რა ზომას იცვამს; მისამართი, სადაც უნდა მივუტანოთ ხალათი და საკონტაქტო ნომერი. ადრესატთან სასურველი ხალათი შეკვეთიდან 2-4 დღის განმავლობაში (დამოკიდებულია შეკვეთებზე) მიგვაქვს. თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა.“

ბრენდი სამომავლოდ გაფართოვებას გეგმავს და მომხმარებელს სხვა ზღვისთვის საჭირო აქსესუარებსაც შესთავაზებს, როგორებიცაა: ჩანთები, საცურაო კოსტუმები, შლაპები და სხვა. ასევე, იგეგმება მაღაზიის გახსნა, რათა მომხმარებელთან კომუნიკაცია მარტივი გახდეს და მათ სრულ კომფორტში შეიძინონ სასურველი სამოსი. ბრენდის სამოსი საქართველოს საზღვრებს გარეთაც მალე გავა და მას არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი ქალბატონებიც მოირგებენ.

Beach Robes
Viber/whatsapp : +995 557888787
Mail: [email protected]





ფოტოსესია სპეციალურად Beach Robes-სთვის:
ლოკაცია: კრწანისის აუზი
ფოტოგრაფი - ელენე გოგელია
მოდელები: ქეთევან ხატიაშვილი, ნათია წიწილაშვილი,
ნინკა გელიკოშვილი და თათუკა არევაძე.