ცირკი ჩამოვიდა! - Moschino Resort 2019

Published: 11/06/2018 Views: 200
ცირკი ჩამოვიდა! - Moschino Resort 2019


Moschino Resort 2019

"ქალბატონებო, ბატონებო და ყველა ასაკის ბავშვებო! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Moschino!-ს ცირკში" თეატრალურად განაცხადა მამაკაცმა შავი ცილინდრით და მაყურებელმა მის მიღმა ადვილად ამოიცნო ჯერემი სკოტი. ბრენდმა მაყურებელს მართლაც ყველაფერი მშვენიერი და მოულოდნელი აჩვენა. როგორც წესი, დიზაინერი ჩვენებებს ხურავს, თუმცა ამჯერად ეფექტური გახსნა გადაწყვიტა.



მსგავსმა დასაწყისმა ნათელი გახადა თუ რისი მოლოდინი უნდა გვქონოდა Resort 2019-სგან. შოუმ დეკორაციებითა და ეფექტური კოსტიუმების ჩვენებით ჩაიარა.



სკოტის "ცირკში" მამაკაცები გიგანტურ ჰალსტუხებს, ბაფთებს და შარვალ-კოსტუმს ატარებენ. ისინი პოდიუმზე ფერად კომბინიზონებში, მანტიებსა და უცნაურ ჟაკეტებში გამოდიოდნენ, რომელიც მუცლის მხოლოდ ნაწილს ფარავდა.



ქალები კი უზარმაზარ სათვალეებს, ღია ფერის მაღალწელიან წინდებს და ფერადი ყვავილებით მორთულ სამოსს ატარებენ.



მათ შორის არიან ქალები მშვენიერ კორსეტებში და საღამოს კაბებში. გლამურის მოყვარული ლამაზმანები ვარდისფერ მუხლებამდე ბოტფორდებს ატარებენ. ჯერემი სკოტი საკუთარ თავში კვლავ ბოლომდეა დარწმუნებული: მისი ნივთები სექსუალურობას საერთოდ არ ჰყიდის.



Moschino-ს ახალი კოლექცია ზღაპრების ერთობლიობაა, ირონია თანამედროვეობასა და რეტრო სტილზე, რომელიც ადამიანის ხედვით პრიზმის მეშვეობით ირეკლება. სკოტი არასერიოზულობით ხშირად ხასიათდება და საკრუიზო ჩვენებაც თავის მხრივ მანიფესტი გახდა: ჩვენ ყველანი ერთი დიდი ცირკის შიგნით ვცხოვრობთ, ჰოდა გავერთოთ ისევე, როგორც ბავშვები ერთობიან! ჯერ კიდევ ბარონი მიუნჰაუზენი ამტკიცებდა, რომ უდიდესი სისულეების სერიოზული სახის გამომეტყველებით კეთდება.

Moschino Resort 2019