Savage x Fenty Spring 2019

Published: 14/09/2018 Views: 244


Savage x Fenty Spring 2019
რიანას თეთრეულის კოლექციის ჩვენება
ნიუ იორკის მოდის კვირეულზე



მომღერალმა და დიზაინერმა რიანამ Fenty -ს სახელით Savage თეთრეულის კოლექცია წარმოგვიდგინა. ნიუ იორკის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენების პოდიუმზე ვიხილეთ ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ჯოან სმოლსი, სლიქ ვუდსი. ჩვენებას პერფორმანსის სახე ქონდა, ტროპიკულ პოდიუმს მოდელებთან ერთად მოცეკვავეები ამშვენებდნენ. ასევე ვიხილეთ ორსული მოდელები და სხვადასხვა რასისა და ფიგურის წარმომადგენელი ქალბატონები, რაც ბრენდის უნივერსალურობას უსვამს ხაზს: კოლექცია 32A -დან 44DD -მდე ზომის ბიუსტჰალტერებს და XS -დან 3X ზომის საცვლებს მოიცავს. რთულია თავად კოლექციის ინსპირაციის 1 კონკრეტული თემის განსაზღვრაც.