Versus Versace Spring 2019 RTW

Published: 17/09/2018 Views: 199


VERSUS Versace
SPRING 2019 READY-TO-WEAR

Versace-ს თინიჯერ ხაზს Versus-ს მართალია 2019 წელს 30 წელი შეუსრულდება, თუმცა ის ჭეშმარიტ მილენიანად ითვლება და გვიან-თინეიჯერად მიიჩნევს თავს. შეგახსენებთ, 1989 წელს Versace-ს დამაარსებელმა ჯანი ვერსაჩემ საყვარელ დას აჩუქა და მიანდო Versace-ს ხაზი Versus, რომელიც მისი მიზნობრივი აუდიტორიით სთრით სთაილზე გადიოდა. იუბილესთან დაკავშირებით დონატელამ ვერსუსის კოლექციას მეტი ისტორიული ფასეულობა შესძინა, ჯანის ხელით დაწერილი ფრაზა “Gianni Gave Donatella Versus 1989” დაიბეჭდა ვერსუსის 2019 წლის ზაფხულის კოლექციის სამოსზე დეკორის ელემენტებით. კოლექციას დღეს ახალგაზრდა დიზაინერთა ჯგუფი ხელმძღვანელობს, მათი გათვლა კვლავ მასიურია - ვერსუსი ყველა ახალგაზრდისთვის, ვერსუსი ქუჩებში.