Fear of God - საშემოდგომო კოლექცია

Published: 17/09/2018 Views: 393


ბრენდი სახელწოდებით Fear of God წარმოგვიდგენს მე-6 კოლექციას. კალიფორნიული ბრენდის, დიზაინერ ჯერი ლორენცოს კამპანია ფოტოგრაფმა ტომი ტონმა გადაიღო. ის, ისევე როგორც ლუქბუქი ჯარედ ლეტომ წარმოადგინა, როგორც მოდელმა. მამაკაცის სამოსის კოლექცია და Nike-თან კოლაბორაციით შექმნილი ფეხსაცმელები 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვისაა განკუთვნილი.




დაცულია ბრენდის ხელწერა: დიდი ზომის სთაილინგი. მასიური ბომბერ-ქურთუკები, ჰუდი-ჟილეტები, პერანგები და ქურთუკები სამოსის რამდენიმე ფენას ქმნის, მათი გადაჭრილი, დამოკლებული, ჩაყოლებული თუ შემოკრული იმიჯი ყველაფერს მოწესრიგებულად და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს -მინიმალისტურად წარმოაჩენს. დაბალანსებულია ფერთა ტონალობა ნეიტრალურ გამაშიც.

Fear of God
Sixth Collection

2018-19 AUTUMN-WINTER




Fear of God
კოლექციის ლუქბუქი