Burberry SPRING 2019 RTW

Published: 20/09/2018 Views: 456


რიკარდო ტიშიმ ბარბერის ქოლგის ქვეშ მოაქცია ყველა თაობა - წერს VOGUE. “The mother and the daughter, the father and the son, It’s like a patchwork or a mix of the British lifestyle” - აღწერს თავად დიზაინერი 2019 წლის ზაფხულის კოლექციას, სადაც მან ქალისა და მამაკაცის სამოსი წარმოადგინა. კოლექცია აქსესუარების და სამკაულების სიუხვით გამოირჩეოდა, ლონდონის მოდის კვირეულზე დამსწრე საზოგადოებამ 140-მდე ლუქი იხილა პოდიუმზე, ბრიტანული ლაიფსთაილი მსოფლიოს წამყვანმა ტოპ და ვეტერანმა მოდელებმა წარმოადგინეს. ლუქებს შორის თავისუფალი სტილის მიმდევარი ახალგაზრდა, კონსერვანტიული აზროვნებისა და ტრადიციების მიმდევარი ბრიტანელი თუ საღამოს წვეულებების დედოფალიც იპოვიდა მის ფავორიტს.




კოლექცია ბრიტანულ კულტურასა და პანკ სტილს შორის აკეთებდა მსუბუქ გადასვლებს, ტიშის მიზანიც სწორედ ამ ბალანსის წარმოჩინება იყო, დიზაინერმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მართალია ის ერთერთი პირველი დიზაინერი იყო, რომელმაც street wear - ანუ ყოველდღიური "ქუჩის" სამოსი შემოიტანა მოდაში, თუმცა ის ახლა ფიქრობს რომ ქუჩა ზედმეტი დოზითაა მოდაში და დავიწყებულია ჭრისა და Savile Row-ის ატელიეს თერძის ტექნიკა. ამ კოლექციით ბარბერის მრავალწლიანმა ბრენდმა ხარისხიან უნივერსალიზმს მიაღწია და ბაიერების აზრით შესანიშნავ გაყიდვებს მიაღწევს.

Burberry
womenswear & menswear
SPRING 2019 READY-TO-WEAR