Shrimps SPRING 2019 RTW

Published: 20/09/2018 Views: 223


Shrimps
SPRING 2019 READY-TO-WEAR


ბრიტანელი დიზაინერის ჰანა ვილანდის ბრენდი Shrimps ახალგაზრდებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. Shrimps-ის 2019 წლის ზაფხულის კოლექცია ინარჩუნებს ბრენდის უცვლელ ხელწერას: ხელოვნური ბეწვის ქურთუკები, ასევე მეორდება ყვავილებით დაჩითული კაბები და თვლებით "ბისერებით" აწყობილი ჩანთა Antonia-ს ვარიაციები, რომელიც 2015 წლიდან მოყოლებული გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა და ბრენდი არ წყვეტს მის წარმოებას. კოლექციისთვის ლუქბუქ-ფოტოსესია ჰანამ მისი მეუღლის ფერმაში გამართა უილტშირში, წყვილი სულ ახლახანს შეუღლდა. კოლექცია დიზაინერისთვის ძალიან პერსონალურია, ყვავილების და ნახატების თემა მისი ბავშვობის მოგონებებიდან იღებს სათავეს.