ტრიუმფი მილანის მოდის კვირეულზე - Prada SS 2019

Published: 23/09/2018 Views: 475
ტრიუმფი მილანის მოდის კვირეულზე - Prada SS 2019


მიუსია პრადამ გვაჩვენა თუ რას ჩაიცვამდა ახალგაზრდა ტვიგი მინელიანთა ეპოქაში რომ ეცხოვრა

შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ნეონის ფერებისგან დაღლილმა დიზაინერმა თავშეკავებას კრეატივის გამოვლინებით მიმართა. Prada-ს ახალი საგაზაფხულო კოლექცია ლაკონიური პერანგებისგან, ტრაპეციის ფორმის ტოპებისგან და ატლასის babydoll კაბებისგან შედგება, რომელთა სიგრძეც მუხლთან ჩერდება. გარეგნული სიმარტივის მიუხედავად, ბრენდის შემოქმედებითი ჯგუფის ფანტაზია პრინტებში მაინც გამოიკვეთა: აბსტრაქტული ფერები და გამოსახულებები აღორძინების ეპოქას მოგვაგონებს. 60-იანების ექსპრესიულობა და ნათელი ელფერი მრავალფეროვან ფერთა პალიტრაშია აღბეჭდილი.



აქსესუარების საკითხში მიუსიამ თმის მორთულობები წარმოადგინა. რა თქმა უნდა, ბრენდმა არც საავტორო ორიგინალური ფეხსაცმელების და სათვალეების დიზაინი დაივიწყა.



მიუსია პრადას ჩვენება ტვიგის 69-ე დაბადების დღეს შედგა და კოლექციამაც საკულტო ბრიტანელი მოდელის სტილი შეფარვით ასახა. მოკლე ვარცხნილობები, გამოკვეთი მაკიაჟი, ტრაპეციის ფორმის კაბები - ტვიგის დამახასიათებელი დეტალებია მეამბოხე ეპოქიდან.



Prada SS 2019: