მოდის პირდაპირი ილუსტრაცია - Moschino SS 2019

Published: 24/09/2018 Views: 855
მოდის პირდაპირი ილუსტრაცია - Moschino SS 2019


თანამედროვეობის ყველაზე ირონიული დიზაინერი, ჯერემი სკოტი ახალი კოლექციით ჩვენს გაოცებას კვლავ ახერხებს.

პოდიუმზე სარკაზმის გამოხატვის მოყვარულმა დიზაინერმა მილანის მოდის კვირეულზე ზედმიწევნით ასახა ის რაც თავის ბლოკნოტში ჰქონდა დახატული. შოუს ყველაზე თვალსაჩინო მოდელებმა, რომელთა შორისაც იყვნენ კენდალ ჯენერი, კაია გერბერი, ბელა და ჯიჯი ჰადიდები, დიზაინერის ჩანაფიქრი ეფექტურად წარმოადგინეს.



ახალ კოლექციაში ასიმეტრიული მინი ქვედაბოლოები 80-იანების ბაფთით, კლასიკური ორმაგი კოსტიუმები და მანტოები სხვადასხვა ფერის მარკერებით იყო გაფერადებული. თითქოს დიზაინერმა ყველა აქსესუარი სიჩქარეში მოხატა.



ჩვენების ყველაზე საკულტო და დასამახსოვრებელი ნაწილი ფინალი გახდა, რომელშიც ჯიჯი ჰადიდი პატარძლის იმიჯითა და უზარმაზარი ფატით პომპეზურად გამოვიდა.



Moschino SS 2019