10 ტრენდი 2019 წლის მილანის მოდის კვირეულიდან

Published: 28/09/2018 Views: 1 322
10 ტრენდი 2019 წლის მილანის მოდის კვირეულიდან


იტალიური მოდის კვირეული ყოველთვის ქალურობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ახალ სეზონზე ვინტაჟური ხელთათმანები და ვიქტორიანული კაბები საფარის და სპორტულ სტილს წარმატებით დაუმეგობრდნენ.

იტალიელებმა მშვენივრად იციან, რომ მსუბუქი კაბები და ხელოვნების ნიმუშის მსგავსი ფორმები ლამაზია, მაგრამ ქალბატონს ერთნაირად ესაჭიროება როგორც რომანტიკული საღამოს სამოსი, ისე ყოველდღიური სიტუაციებისთვის შესაფერისი კომფორტული ტანსაცმელი. მილანის მოდის კვირეულზე ახალ სეზონს თანამედროვედ მიუდგნენ: სპორტული ფორმები, ექსცენტრიკული პრინტები, ნაზი კაბები და დიზაინერული სიურპრიზები. წარმოგიდგენთ ახლახან დამთავრებული კვირეულის 10 საკულტო და აქტუალურ ტრენდს, რომლებითაც მომავალ წელს ქუჩები გაივსება.



პრინტების მიქსი
დიზაინერები გვთავაზობენ ფერებში თავი არ შევიზღუდოთ. ერთ იმიჯში არაჩვეულებრივად თავსდება ცხოველის პრინტი, ნათელი ნეონი თუ ყვავილის სურათი - რაც უფრო მეტი, მით უფრო ორგანული! ვერსაჩესთვის მსგავსი ტრენდი უცხო არაა, მაგრამ ამჯერად ექსპერიმენტები სხვა ბრენდებმაც ჩაატარეს.

Etro, Versace, Arthur Arbesser

დაკერებული ჯიბეები
ლონდონელი კოლეგებისგან განსხვავებით, მილანელმა დიზაინერებმა შარვლებს და გარდერობის სხვა ნივთებს უზარმაზარი ჯიბეები მიამაგრეს. ალბერტა ფერეტის კოლექციაში ქვედაბოლოების ჯიბეები მოკლე კაბის მოცულობას ცდებიან, კარლ ლაგერფილდმა კი ტრენდი მანტოების მეშვეობით დაამკვიდრა.

Alberta Ferretti, Fendi, Byblos

სპორტული შორტები
ტრენდმა შეჯიბრი მოიგო და დიდ მოდაში ფართოდ დამკვიდრდა. იმისთვის, რომ იმიჯი სპორტსმენის ჩაცმულობას არ ჰგავდეს, სხვა სტილის ნივთებს უნდა შევუხამოთ - მაგალითად კლასიკურ კოსტიუმს ან მოკლე ქვედაბოლოს.

Blumarine, Max Mara, Roberto Cavalli

ხელთათმანები
ვინტაჟური აქსესუარები პოდიუმზე თითქოს შემთხვევით მოხვდნენ. თხელი გრძელი ხელთათმანები, რომლებსაც 50-60იანებში კაბებს უხამებდნენ, ამჯერად თანამედროვე კოსტიუმებსა და ტყავის მანტოებს უნდა შეუხამოთ.

Ermanno Scervino, Moschino, Max Mara

მიკრო ჩანთები
ყოველ სეზონზე აქსესუარები უფრო და უფრო კარიკატურულები ხდებიან, ან ზედმეტად გაფართოებულები, ან ზედმეტად მინიატურულები. მათი ტარება მოხერხებულია და თუნდაც არ უხდებოდეს ფერსა და ქსოვილს - მათ თავიანთი განცალკევებული ფუნქცია აქვთ.

Max Mara, Salvatore Ferragamo, Jil Sander

კოლგოტები და კოლგოტის წინდები
კოლგოტის ფეხსაცმლიდან გამოჩენა უხერხული აღარაა, პირიქით, პრადა მათ ღია ფეხსაცმელებს უხამებს.


Marco de Vinzenzo, Moschino, Prada

მრავალშრიანი კაბები
იტალიური მოდის კვირეული რომანტიკის გარეშე წარმოუდგენელია. ელეგანტურ მოდელებს როგორც ყოველთვის სტეფანოს და გაბანას დუეტი წარმოგვიდგენენ. მსუბუქი მრავალშრიანი კაბები პოდიუმზე მწვერვალს აღწევს. ერთადერთი, რაც ტრენს ძველებური ეპოქისგან გამოარჩევს, კაბის სიგრძის თანამედროვე ინტერპრეტაციაა.


Dolce & Gabbana, Giorgio Armani, Vivetta

საწვიმრები
ყველაზე თბილ რეგიონებშიც კი შეუძლებელია გარდერობი საწვიმრის გარეშე წარმოვიდგინოთ. ისინი როგორც სპორტულ სამოსს, ისე ქვედაბოლოებსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს უხდება.


Jil Sander, No21, Sportmax

საფარი
ცხელი სავანას მაცხოვრებელი ყოველთვის მოდურ იმიჯს ინარჩუნებს. საფარი დიზაინერებს ყოველ სეზონზე შთააგონებთ. წელს აქტუალური ყავისფერი და მწვანე ფერები გახდა - კომბინიზონებზე, ჟაკეტებსა და დიდი ზომის ქურთუკებზე.


Salvatore Ferragamo, Alberta Ferretti, Tod's

ბერმუდი-შორტები
თავისუფალი ნაკეცების შორტები მუხლებამდე სიგრძით - უნივერსალური ფორმა ზედა სამოსის ოდნავი ცვლილებით როგორც ოფისს, ისე ოფისის შემდეგ არაფორმალურ შეხვედრაზე წასვლისთვის გამოდგება.


Max Mara, Prada, Antonio Marras