9 მთავარი ტრენდი Gucci SS 2019-ის ჩვენებიდან

Published: 27/09/2018 Views: 197
9 მთავარი ტრენდი Gucci SS 2019-ის ჩვენებიდან


წარმოგიდგენთ მომავალი სეზონის ყველაზე სასურველ
ნივთებს Gucci SS 2019-ის ჩვენებიდან
სირაქლემას ბუმბულებიდან უზარმაზარ ჟილეტებამდე

უკანასკნელი სეზონების ყველაზე განხილვადი ბრენდი, რომელსაც ალესანდრო მიკელე უდგას სათავეში, პოპულარობის ზენიტს ყოველ ჩვენებაზე აფართოებს.

ალესანდრო მიკელეს მოსვლისთანავე ბრენდის "რენესანსის ეპოქა" იწყება. კლიენტები, რომლებმაც ახალგაზრდობა 70-80-იან წლებში განვლეს, დიზაინერის ალუზიებზე გიჟდებიან. მილენიალები კი ნოვატორული ხედვისა და კრეატივის გამო "გუჩის" კულტურის ნაწილნი გახდნენ. ბრენდის თითოეული ნივთი აქტუალურია. ამჯერად მიკელემ ნათელი, თეატრალური და წარსულიდან გადმოსული კადრები წარმოგვიდგინა.



მიკელემ საკუთარი თატრალიზებული პერფორმანსი მილანიდან პარიზში გადაიტანა, შოუ ქალაქის ბოჰემურ უბანში, მონმარტრზე გამართა.



მიკელეს კოლექცია ლეო დე ბერარდინის და პერლე პერაგალოს ეძღვნებათ - 1970-იანი წლების თეატრის ნოვატორებს. ალესანდროს თეატრალურ დუეტთან კავშირი თვალშისაცემია: თავად დიზაინერს უცნაური აქსესუარები და უცნაური ფაქტურები უყვარს. მაგალითად, ახალ შოუზე მოდელებს მიკი მაუსის თავის ფორმის ჩანთები ეკავათ.



წარმოგიდგენთ მომავალი სეზონის ყველაზე სასურველ ტრენდებს "გუჩისგან".



#1 ფოჩები



2 მოცულობითი ჟილეტები



3 ბუმბულები



4 დიადემები



5 ცხოველის პრინტი



6 დიდი ზომის მძივები



7 სპორტული კოსტიუმები



8 ქუდები



9 რამდენიმე ჩანთა ერთად




Gucci SS 2019